გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ბულგარელი ივაილო ივანოვი, უკრაინელი არტემ ბუბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოტს იპონით სძლია.

სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ტურნირზე 66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ლაშა ნადირაძე დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღე ბექას, შესანიშნავი იყო და მსოფლიო და ევროპა მაგისია წელს, იმედია 90ს გააორებენ და ღვინიაშლი უეჭველი წასაყვანია, მეორრე მაისურაძეც იმსახურებს შანსს. ლიპარტელიანს მადლობა ყველაფრის მაგრან დროა მიხვდეს გრანდსლემები აღრაა მისი. წარმატებები ორივრს მომავალში.
Nick
19 თებერვალი 2023 00:06
2
გენაცვალე ბექუშ.გილოცავ.
პეტროსი
18 თებერვალი 2023 23:08
0
ღირსია ეს კაცი ოლიმპიური ოქროსი ბექაურმა ან წონა შეიცვალოს ან დაუთმოს ამ ლომმა ქართველ გულშემატკივარს იმდენი სიხარული მოგვიტანა გილოცავ და წარმატებები
კახა
18 თებერვალი 2023 21:02
2
იმედია აჭიდავენ ან შედეგებით გადაწყდება ბექაურთან დაკავშირებით ვინ წავა ოლიმპიადაზე თავის თავს აღარ გავს ლაშა ადგილი არავის უნდა ქონდეს გარანტირებული ვინც არ უნდა იყოს
სოსო
18 თებერვალი 2023 20:35
2
გეთანხმები ძიუდოში ვარჯიშის რეჟიმის ნათელი მაგალითია შავდათუაშვილი 20 მოიგო ოლიმპიადა კაცი ცხოვრობს ამ სპორტით ტურნირი არყოფილა შედეგი არ დაედოს
Soso
19 თებერვალი 2023 12:21
0
თავში აუვარდა ოლიმპიური ოქრო და 1 მილიონი, ასე დაემართა ზვიადაურსაც ზუსტად, დაიკიდა იმხელა ფული მისცეს
Georgian
18 თებერვალი 2023 21:14
5
გენაცვალე ჯიგარში!!!
ირაკლი
18 თებერვალი 2023 20:26
0
საწყალი ტოტი, ცოტა მეცოდება კიდეც, რამდენჯერ აფორთხიალა თვითონაც აღარ ახსოვს..ბექა არ შეიძლება ევროპის და მსოფლიოს მედლის გარეშე დარჩეს, პარადოქსია რომ აქამდე არ აქვს ასეთი შესაძლებლობების ძიუდოისტს.
ალექს
18 თებერვალი 2023 20:21
0

სიახლეები პოპულარული