მსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.

მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.

პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი
სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.

ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, ბექაური ტატამზე რაღაც უცნაურად მოწყენილი და უმოტივაციოდ გავიდა, გულმა რეჩხი მიყო, ცუდად მენიშნა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
ბადრი
12 მაისი 2023 12:14
3
გილოცავთ ყველას! ქართული ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ფანტასტიური წარმატებაა! გიხაროდენ, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე არის ქართული გენის გამობრწყინება, ისე როგორც ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია და უამრავი სხვა ქართველი. ესენი არიან საქართველოს სახე.
სამწუხაროდ ამ ფინალის ყურება ვერ შევძელი - ორივე გულით მიყვარს და ვერ მივხვდი რა მექნა?
სხვათაშორის წარმატებები და მიღწევები იმ პროტესტების შედეგია, როცა ლიპომ და სხვა ღირსეულმა ძიუდოისტებმა არ მისცეს საშუალება ფედერაციაში სხვადასხვა სიმახინჯეები გავრცელებულიყო. შესაბამისად, ფედერაცია სწორ გზაზეა და კიდევ მრავალი წარმატება იქნება.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ მათ გვერდში მდგომებს!
თენგაბი
12 მაისი 2023 10:15
2
Რა დაუთმო და რაც დაუთმო როცა თქვენ გაიგებთ ვირი ხეზე გავა.
jordan beli
12 მაისი 2023 07:22
2
დაუთმო არა იხვის ტოლმა, რას ბოჟიალობთ. მთელი შეხვედრა არ გაჩერებულა, რა არ სცადა,მაგრამ მაისურაძემ მაგრად დაიცვა თავი და გენიალური გდება გაუკეთა. რის დათმობაზეა საუბარი, ტორტის ნაჭერს კი არ იყოფდნენ. ეგ ოქრო აკლდა ზუსტად რომ შავდათუაშვილის მსგავსად triple champion ყოფილიყო, ანუ ყველა დიდი ტურნირის გამარჯვებული.
ალექს
12 მაისი 2023 17:53
0
მემგონი დროა წესები შეიცვალოს და როგორც მსოფლიო ჩემპიონატზეა შესაძლებელი წარმომადგენლის გაორება ერთ წონაში,ასევე უნდა გაკეთდეს ოლიმპიადაზეც,უბრალოდ საცოდაობაა ბექაური ან მაისურაძე,რომ ოლიმპიადაზე ვერ წავა
საქართველო
12 მაისი 2023 04:58
0
საოცარი დღეებია დოჰაში ქართული ძიოდოს ისტორიისთვის: პირველი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გვაყვს, პირველი ქათული ფინალი ვნახეთ. ამის შემდეგ იაპონელებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ძიუდო უფრო ჩვენია, ვიდრე მათი.
ბიძინა კუკულაძე
12 მაისი 2023 00:35
3
ჩვენი ძიუდოს ისტორიაში უმაგრესი დღე იყო! ყველას გისურვებთ რომ მომავალში ბევრი ასეთი ფინალი გვენახოს! ლუკამ დაამტკიცა რომ თავდაუზოგავი შრომით შეიძლება უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა, ყოჩაღ ლუკა!!! ლაშა უდიდესი ტალანტია და ვუსურვებ რომ ამ ბუნებრივ ნიჭს დაუმატოს ბევრი შრომა! თუ ამ გზით ივლის ის გახდება მართლაც დიდი ჩემპიონი!!! წარმატებები ლუკას და ლაშას!
პაატა
11 მაისი 2023 23:48
0
უსამართლობაა რა ერთერთი ოლიმპიადის მიღმა, რომ რჩება
რრრ
11 მაისი 2023 22:59
0
ბექაურმა არ იჭიდავა მგონია,, არადა რა დღე ქონდა
აქაური
11 მაისი 2023 22:46
10
ოლიმპიადაზეც უნდა შეიძლებოდეს წონის გაორმაგება
მირზა
11 მაისი 2023 21:55
1
Ყოჩაღ ბექაური,რა ლამაზად დაუთმო.
Ოლიმპიადაზე ისევ ბექაური წავა
jordan beli
11 მაისი 2023 21:49
36
რა დაუთმო სახეზე ფერი აღარ ქონდა ოლიმპიადის საგზურის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს არადა რა ლამაზად მივიდა ფინალამდე ლუკას მხარეს იაპონელი რომ ყოფილიყო მოუგებდა ვითომ
S.m
11 მაისი 2023 22:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული