კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალში, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ლუკა მაისურაძემ დამატებით დროში ლაშა ბექაურს ვაზარით სძლია.
მაისურაძე პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა და შემდეგ კომრონშოხ უსტოპირიონი (ტაჯიკეთი), ნემანია მაიდოვი (სერბეთი), მანსურ ლურსანოვი (რუსეთი) და სანშირო მურაო (იაპონია) დაამარცხა.
პირველი წრიდან მაისურაძეც თავისუფალი იყო, მერე როლანდ გოზს (უნგრეთი), მიხაელ ზგანკს (თურქეთი), ნოელ ვან'ტ ენდს (ნიდერლანდები) და კრისტიან პარლატის (იტალია) სძლია.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა.
ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.
სამწუხაროდ ამ ფინალის ყურება ვერ შევძელი - ორივე გულით მიყვარს და ვერ მივხვდი რა მექნა?
სხვათაშორის წარმატებები და მიღწევები იმ პროტესტების შედეგია, როცა ლიპომ და სხვა ღირსეულმა ძიუდოისტებმა არ მისცეს საშუალება ფედერაციაში სხვადასხვა სიმახინჯეები გავრცელებულიყო. შესაბამისად, ფედერაცია სწორ გზაზეა და კიდევ მრავალი წარმატება იქნება.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ მათ გვერდში მდგომებს!