სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გამოჩნდა კიდევ ერთხელ. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე, მაგრამ წასვლაც უნდა იცოდე რა! ზაალიშვილი უნდა წაეყვანათ
რეზო
12 მაისი 2023 17:42
0
გადავუხადოთ ლიპოს (დიდი) მადლობა და დროა წავიდეს უკვე.
ზაალიშვილი უფრო იმსახურებდა წაყვანას. (ანუ, +100 უნდა გაეორებინათ!)
სვანუ ჯიგრობის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავმ ლიპ[ოს წაყვანაში.
პს
ბიჭებთან ყოფნა თუ უნდა, წავიდეს წაყვეს ხოლმე. განა ვინ დაუშლის
₾ადო
12 მაისი 2023 17:27
0
ვულოცავთ IJF-ს რუსულ რუბლებს. ილიამ გული არ დაიწყვიტოს, ოქროც იქნება მომავალში.
Nick
12 მაისი 2023 17:26
1
კაი რა ვარლამ! რა შარხანი რის შერხანი! ვისთან წააგე!? შენს მერე ბურთივით აბზრიალეს კრპალეკმა და პალჩიკმა! 10 წუთზე მეტი ეჭიდავე მაგ გოდორს და ვერაფერი მოუხერხე!? ბოდიში და შენი ტექნიკის პატრონი მასე არ უნდა ჭიდაობდე! ილია წამით მოდუნდა, თორემ არ არის ის მოჭიდავე ეგ რუსი, რომ ილია დაეჯაბნა! დროა ღვინიაშვილი 100 კილოში გადავიდეს, თორემ წლები ემატება და მაგ კაცსაც დავკარგავთ!
მწვრთნელი
12 მაისი 2023 17:10
0
100 კგ-ში რომ იყო ტაისონა მაგან დაღუპა ზუსტად მისი კარიერა, როგორ შეიძლებოდა ღვინიაშვილის სიმაღლის კაცის 100-ში ჭიდაობა, კიდე მანდ დაბრუნდესო იძახი.
ეეე
12 მაისი 2023 19:07
3
წადი რა ლიპო წვალობ უკვე.
ტტტ
12 მაისი 2023 17:07
0
ამ ლიპარტელიანს ისე ურჩიოს ვინმემ რომ დაუთმოს ახალგაზრდებს ადგილი.
სტუმარი
12 მაისი 2023 17:01
0
რამე ვალი აქვს ფედერაციას და ქვეყანას ლიპარტელიანის? გაუშვი რა ვინმე ახალგაზრდა იმედისმომცემი მოჭიდავე რაღა დროს ხელმოცარული ტიპის მონაწილეობაა მსოფლიოზე :(((((
სად იყურები ფედერაცია
12 მაისი 2023 16:44
6

სიახლეები პოპულარული