სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ღმერთო ჩემო რამდენი უვიცი დაეხეტება აქ ნაკრები პირველ ადგილზეა(ვაჟებში) აქ ზოგიერთი გუჯეჯიანის გაშვებას ითხოვს.დდდდდდდდდდდდდდ რა გინდათ კი მარა ყველა წონა ქართველებმა მოვიგოთ?დდდ
ეეე
00:43 13-05-2023
7
ლიპო თავის დროზე წავიდა, მაგრამ არ გაუშვეს, შარშანდელ მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს შემდეგ აღარ უნდა დარჩენილიყო. რაც შეეხება ზალიშვილს ადრე დავწერე და დღესაც ვიმეორებ, ეს წონა ან უნდა გაემეორებინათ ან თუშიშვილი უნდა დაეტოვებინათ. ეს რომ ასე უნდა ყოფილიყოთ ხვალ ნახავთ, რადგან თუშო ამ ბოლო დროს საქმეს სერიოზულად აღარ უდგება და მაგისთვისაც კარგი იყო ეს გონზე მოსაყვანად.
ჟორა
22:13 12-05-2023
0

სიახლეები პოპულარული