სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
კაი რა ვარლამ! რა შარხანი რის შერხანი! ვისთან წააგე!? შენს მერე ბურთივით აბზრიალეს კრპალეკმა და პალჩიკმა! 10 წუთზე მეტი ეჭიდავე მაგ გოდორს და ვერაფერი მოუხერხე!? ბოდიში და შენი ტექნიკის პატრონი მასე არ უნდა ჭიდაობდე! ილია წამით მოდუნდა, თორემ არ არის ის მოჭიდავე ეგ რუსი, რომ ილია დაეჯაბნა! დროა ღვინიაშვილი 100 კილოში გადავიდეს, თორემ წლები ემატება და მაგ კაცსაც დავკარგავთ!
მწვრთნელი
12 მაისი 2023 17:10
0
100 კგ-ში რომ იყო ტაისონა მაგან დაღუპა ზუსტად მისი კარიერა, როგორ შეიძლებოდა ღვინიაშვილის სიმაღლის კაცის 100-ში ჭიდაობა, კიდე მანდ დაბრუნდესო იძახი.
ეეე
12 მაისი 2023 19:07
3
Ijf დედაც ადამიანი რო დაუშვა ფინალს ვიწიდავებდით. ლიპოს კი უკვე აშკარად დროააა.
არა რუსეთს
12 მაისი 2023 17:44
2
ამ ლიპარტელიანს ისე ურჩიოს ვინმემ რომ დაუთმოს ახალგაზრდებს ადგილი.
სტუმარი
12 მაისი 2023 17:01
0
რამე ვალი აქვს ფედერაციას და ქვეყანას ლიპარტელიანის? გაუშვი რა ვინმე ახალგაზრდა იმედისმომცემი მოჭიდავე რაღა დროს ხელმოცარული ტიპის მონაწილეობაა მსოფლიოზე :(((((
სად იყურები ფედერაცია
12 მაისი 2023 16:44
6
ლიპო თავის დროზე წავიდა, მაგრამ არ გაუშვეს, შარშანდელ მსოფლიოზე განცდილი ფიასკოს შემდეგ აღარ უნდა დარჩენილიყო. რაც შეეხება ზალიშვილს ადრე დავწერე და დღესაც ვიმეორებ, ეს წონა ან უნდა გაემეორებინათ ან თუშიშვილი უნდა დაეტოვებინათ. ეს რომ ასე უნდა ყოფილიყოთ ხვალ ნახავთ, რადგან თუშო ამ ბოლო დროს საქმეს სერიოზულად აღარ უდგება და მაგისთვისაც კარგი იყო ეს გონზე მოსაყვანად.
ჟორა
12 მაისი 2023 22:13
0
აზრი ვერ გამოვიტანე. თუ ცუდად იქცევა, მაშინ რატომ არ უნდა დაეტოვებინათ? და გაეორებინათ მძიმე, რატომ არა? ლიპო ვეღარ არიო, ხომ ამბობთ?
რეზო
13 მაისი 2023 13:56
0
დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. +100 კგ წონით კატეგორიაში რუსებს უძლიერესი მოჭიდავეები ჰყავს - ტასოევი და ბაშაევი. ლაშა გუჯეჯიანმა თქვა ტელევიზიით გამოსვლისას, რომ ასე ადრე არ უნდა ვიგებდეთ, რუსეთის ნაკრები რომ დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზეო. ამას რა მნიშვნელობა აქვს? შენ მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო შენს მოვალეობას. რა, ადრე რომ გაგეგოთ მათი მონაწილეობის შესახებ უფრო კარგად მოემზადებოდი? არ ვარგა ასე! გუჯეჯიანი ძალიან რამეს კი იქადნებოდა, ყველას გავაკრავთ ლავაშივითო და პირიქით კი გამოვიდა. საქმისათვის სჯობს ფედერაციამ ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა დაიწყოს. ნაკრები გადასახალისებელია. უძლიერესები და ღირსეულები უნდა იყვნენ ნაკრებში და არა "სტარიკები" და არაფრის მაქნისები!!!
*******
12 მაისი 2023 20:41
7
ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ოფიციალური ტურნირის წინ ყველა პოტენციური მეტოქის დოსიე გაქვს და ინდივიდუალურად ემზადები ყველა მეტოქესთან საჭიდაოდ, ანუ ვინც შეგხვდება გადმოიღებ მის პაპკას და პირწმიდად შეისწავლი რას აკეთებს, რა ილეთს იცის კარგად და რომელს არასდროს ხმარობს...
ჟორა გაბრიჭიძე
12 მაისი 2023 22:07
4
ღმერთო ჩემო რამდენი უვიცი დაეხეტება აქ ნაკრები პირველ ადგილზეა(ვაჟებში) აქ ზოგიერთი გუჯეჯიანის გაშვებას ითხოვს.დდდდდდდდდდდდდდ რა გინდათ კი მარა ყველა წონა ქართველებმა მოვიგოთ?დდდ
ეეე
13 მაისი 2023 00:43
7
როცა მთავარი მწვრთნელი საჯაროდ აცხადებს, რომ გუნდი მზად არის, უძლიერესი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული და ყველას ლავაშივით გავაკრავთ, მაშინ ამ სიტყვებზე პასუხისმგებლობა ეკისრება. დ ი ა ხ , მაშინ საჭიროა ღირსეულად გამოსვლა და არა ისე, როგორც გამოვიდა რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც პირველივე შეხვედრაზე დამარცხდა! ძველი დიდება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველგან იქნები გამარჯვებული! საჭიროა თავდაუზოდავი შრომა, ოფლის ღვრა მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ შეჯიბრების წინ! სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში და არ უნდა ვეძებდეთ გამართლებას! დიახ, თუ ფიასკოს განვიცდით +100 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა გუჯეჯიანი უნდა გ ა დ ა დ გ ე ს ან გ ა დ ა ა ყ ე ნ ო ნ !!!
ოეეეეეეეეე - ს
13 მაისი 2023 08:44
2

სიახლეები პოპულარული