მე-11 გამარჯვება მსოფლიოზე! ტედი რინერი ისტორიის წერას განაგრძობს

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგმა ტედი რინერმა გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან მსოფლიოს მეთერთმეტედ გადახედა.

ტედიმ მიჯრით რუმინელი ვლადუტ სიმიენესკუ, პოლონელი კასპერ ჟულოვსკი, მონღოლი ცეცეცენგელ ოდხუ, იაპონელი ტაცურო საიტო, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ქართველთა მხრიდან ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) წარსდგნენ, თუმცა ნაადრევად გამოეთიშნენ.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვიზერის ხელში საერთაშორისო ძიუდოს ფედერაცია გახდა სამარცხვინო კორუმპირებული ორგანიზაცია!!!მართლაც რატომ დაუშვეს რუსები, და თუ დაუშვეს მაშინ ტასოევის ასეთი დაჩაგვრა რაღა იყო?! პლიუს, საერთო ჩათვლში რუსების შედეგების დაფიქსირებაც არ გააკეთეს?! საიტზე რომ ნახოთ კაცებში თურმე 6 წონა გათამაშებულა:))) სამარცხვინოა რაც ხდება, მამაკაცებში ფრანგები ოქროს გარეშე არ დატოვეს, რითიც მედლების საერთო ჩათვლშო ფრანგებმა გადაგვასწრეს (ჩვენი ბიჭები მაინც პირველზე გავიდნენ:)).
პაატა
14 მაისი 2023 00:34
1
შეხვედრა არ მინახავს,მაგრამ რაც კომენტარები ვნახე ყოჩაღ ტასოევს.ეხლა უნდა ვუყურო.ტედი ლეგენდაა.ასწლეულში ერთხელ იბადება ესეთი,მაგრამ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს.კაცმა თუ დაიმსახურა უნდა გამხდარიყო კიდეც ჩემპიონი
გელა
13 მაისი 2023 23:53
39
ეს არის ყველაზე სამარცხვინო ლაქა ამ სპორტის ისტორიაში. . . ესპანელი მსაჯი. . .
Napoleoni
13 მაისი 2023 23:36
36
თუ რუსების (ტასოევი ოსია) გაშავება გინდათ, მაშინ რაღაზე დაუშვით შეჯიბრებაზე? თუ დაუშვით ობიექტურად მაინც იმსაჯეთ. რას ჰგავს ეს?
დავით 67
13 მაისი 2023 23:22
39
ქარელის რაიონში დაბადებული
საქართველო
13 მაისი 2023 23:48
13
ტასოევს სუფთა ვაზარი არჩაუთვალეს და რინერს კიდე მინიმუმ სამი შიდო არ მისცეს. ძალად ჩემპიონი...
ზაზა
13 მაისი 2023 22:35
40
ჩემპიონი ტასოევია! მაგრამ ამას მაინც უხარია?! ნამუსიან კაცს ასეთი ჩემპიონობის შერცხვებოდა!
aburjga
13 მაისი 2023 22:28
39
სხვათა შორის რინერის მამას , რომელიც ტრიბუნებზე იჯდა სიხარული არ გამოუხატავს .
მინდა ვთქვა , რომ ტასოევმა აჯობა რინერს ...
ბესო
14 მაისი 2023 01:06
31
სუფთად წაართვეს ტასოევს გამარჯვება ...ვინ არის ეს რინერი ესეთი არ ეკადრება წაგება...ყველგან ორმაგი სტანდარტი როგორ არის გურამის მოგებაც კმარა ამ მუტანტთან.....
Gaga
13 მაისი 2023 22:13
35
გასაგებია, რომ ფენომენია, მაგრამ ამას კიდევ მიკერძოება რად უნდა, მესის არ იყოს?
რეზო
13 მაისი 2023 22:05
5
ეს მესის ჰეიტერები რა საცოდავი ხალხი ხართ))) აქაც რომ ვე რ ივიწყებთ. მესმის თქვენი ტკივილი...
კაი ერთი
14 მაისი 2023 12:02
29
ვითომ ჩემპიონი. ძალათ გახადეს. ხან შიდოებით, ხან მეტოქის გდების გაუქმებით..
გიორგი
13 მაისი 2023 21:45
35

სიახლეები პოპულარული