ტედი რინერს მალე საქართველოში ვიხილავთ - გორი ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს

AutoSharing Option
ძიუდოს ისტორიაში პირველად, 26 ნოემბერს საქართველო, კერძოდ, გორი, ძიუდოს საკლუბო ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს.

დღეს, მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 3-გზის ოლიმპიური, 10-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იასპარეზებს, რომელიც პარიზული კლუბის, "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას დაიცავს. ჯამში კი, შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 137 მოჭიდავე მიიღებს.

გორში სხვა გამორჩეულ ძიუდოისტებსაც ვიხილავთ: ნიკოლოზ შერაზადიშვილს, დავლათ ბობონოვს, ამანდინ ბუშარს, მანუელ ლომბარდოს და სხვა.

საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგაზე "გოლდენ გორი" იასპარეზებს, რომელიც გასულ წელს პარიზში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კიდევ ერთ
ქართულ კლუბს, "მებრძოლს" დაუპირისპირდა და 3:2 სძლია.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გუნდი "იავარა-ნევა" შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან რუს სპორტსმენებს ყველანაირ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ეკრძალებათ.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული