"მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები" - ლაშა ბექაურის ემოციური წერილი

AutoSharing Option
კატარში -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ ფინალში დამარცხების შემდეგ ლაშა ბექაურმა ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

"მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია, და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო
ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება , ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამოდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის რომ მომცა ის რითიც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო, და ჩემებმა იცოდნენ რომ მათ ყავთ ლაშა ბექაური პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან", რომელიც მსოფლიოს აზანზარებს".

შეგახსენებთ, -90 კილოგრამში ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი რა მამაო ზურაბ
პლეხანოვზე გაზრდილი
16:37 15-05-2023
2
იმედია ბევრი წელი იპირველებს საქართველო 81 და 90 კგ-ში, ვიმედოვნებ ილია და სხვებიც ამათებურად დაიპყრობენ დანარჩენ წონებს. წინ ქართველებო! წინ დიდი გამარჯვებები გელით.
ჟორა გაბრიჭიძე
17:08 14-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული