კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 2 ურთულესი ბარიერი გადალახა და მეოთხედფინალში იაპონიის უძლიერეს ნაკრებთან 1:4 დამარცხდა, რის შემდეგაც ასპარეზობას რეპეშაჟში განაგრძობს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში მონღოლეთი 4:2 დაამარცხა.
მოიგეს - ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და და ეთერ ასკილაშვილმა.
წააგეს - გელა ზაალიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.
შემდეგ იყო უძლიერესი ბრაზილიის ნაკრები, სადაც ჩვენებურებმა 4:3 გაიმარჯვეს.
მოიგეს - გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ (2-ჯერ)
წააგეს - სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა.
მეოთხედფინალში კი
უკვე იაპონიის ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენა და ისე წარსდგა ტატამზე, მიუხედავად 1:4 მარცხისა ქართველმა ძიუდოისტებმა თავი იაპონელებთან ღირსეულად წარმოაჩინეს:
მოიგო - გურამ თუშიშვილმა
წააგეს - კოტე კაპატანაძემ, ეთერ ასკილაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლუკა მაისურაძემ.
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთი იქნება. იმ შემთხვევაში თუ საქართველო ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს, პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზიას მიიღებს.
ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries
ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries