საქართველოს ნაკრებმა 2 ურთულესი ბარიერი გადალახა და იაპონიასთან ღირსეულად დამარცხდა

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 2 ურთულესი ბარიერი გადალახა და მეოთხედფინალში იაპონიის უძლიერეს ნაკრებთან 1:4 დამარცხდა, რის შემდეგაც ასპარეზობას რეპეშაჟში განაგრძობს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში მონღოლეთი 4:2 დაამარცხა.

მოიგეს - ლაშა ბექაურმა, სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და და ეთერ ასკილაშვილმა.

წააგეს - გელა ზაალიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.

შემდეგ იყო უძლიერესი ბრაზილიის ნაკრები, სადაც ჩვენებურებმა 4:3 გაიმარჯვეს.

მოიგეს - გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ (2-ჯერ)

წააგეს - სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა.

მეოთხედფინალში კი
უკვე იაპონიის ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობა დააყენა და ისე წარსდგა ტატამზე, მიუხედავად 1:4 მარცხისა ქართველმა ძიუდოისტებმა თავი იაპონელებთან ღირსეულად წარმოაჩინეს:

მოიგო - გურამ თუშიშვილმა

წააგეს - კოტე კაპატანაძემ, ეთერ ასკილაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლუკა მაისურაძემ.

რეპეშაჟში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთი იქნება. იმ შემთხვევაში თუ საქართველო ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს, პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზიას მიიღებს.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries

მკითხველის კომენტარები / 4 /
"ღირსეული მარცხი " სხვა ენებშიც არის ნეტა გიორგი ბატონო?

თამაზი
14 მაისი 2023 18:16
4
რა ქნა ეს შტაბმა, რა შემადგენლობა დააყენეს იაპონიასთან? რატომ არ ჩაანაცვლეს დაღლილი მაისურაძე ბექაურით, რომელიც ასიანში მოიგებდა? კაპანაძე კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ იაპონიასთან შავდათუაშვილი რატომ არ დააყენეს? იქნებ მასაც მოეგო? ვერაფერი გავიგე, იქნებ ვინმემ ამიხსნას
თენგაბი
14 მაისი 2023 16:32
1
გასაგებია, მარა იაპონიას მაინც ვერ მოვუგებდით და დაასვენა ბიჭები, ჩვენთვის მთავარი ბრინჯაო, რომ ოლიმპიადის საგზური გავინაღდოთ.
ეეე
14 მაისი 2023 16:50
2
IJF-ს კიდევ ერთი იდიოტიზმი. ჯერ ხო გააერთიანეს კაცები და ქალები, ახლა განთესვა გააკეთეს სასწაული. პირველ ბადეში ჩაყარეს იაპონია, კორეა,ჩვენ, ბრაზილია , მონღოლეთი და დანარჩენებს სამი ბადე გაუნაწილეს.. მოკლედ, ქაჯეთის ციხეა ეგ ორგანიზაცია
ალექს
14 მაისი 2023 15:57
1

სიახლეები პოპულარული