"ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული შედეგებით გაგვახარა. ინდივიდუალურ წარმატებებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ის იყო, რომ გუნდურ შეჯიბრებაში მედალი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოვიპოვეთ. შერეული გუნდით (კაცთა და ქალთა) გამოსვლის შემდეგ, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვიჭირდა, ახლა კი ბრინჯაოს დავეუფლეთ. სასტარტო დაპირისპირებაში მონღოლეთის ნაკრები რომ (4:2) დავამარცხეთ, ჩვენი გოგონები შეუდარებელნი იყვნენ - გამარჯვება სამივე მათგანმა (ლიპარტელიანი, სომხიშვილი, ასკილაშვილი) მოიპოვა და საბოლოო შედეგიც განსაზღვრა. ამან გზა მედლისკენ გაგვიხსნა, რისი მეშვეობითაც სარეიტინგო ქულები ავიღეთ და ოლიმპიური ლიცენზიისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

Sportall.Ge

ეთერ
ასკილაშვილმა (-63 კგ) დოჰაში მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, მონღოლ იჩინხორლოო მუნხტსედევთან, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. 19 წლის გოგონაში დიდ მონდომებას ვხედავდით, ერთი წამითაც არ ნებდებოდა და ისიც გამოჩნდა, ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული. თუ დღეს ქართველი ქალი ძიუდოისტებიდან ეთერ ლიპარტელიანს უფრო იცნობენ, მის სეხსიასაც დიდი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ. ამისთვის მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მოუწევს.

ასკილაშვილი გორში დაიბადა. ამ ქალაქში ძიუდო განსაკუთრებით უყვართ და ბევრი წარმატებაც აქვთ. ეთოს თანაგუნდელი ხომ ლაშა შავდათუაშვილია - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და საერთაშორისო ძიუდოს ერთ-ერთი თილისმაა. ეთომ ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო და პირველ მწვრთნელს, ვეფხია ბაზანდარაშვილს ძალიან ემადლიერება.

Sportall.Ge

ეთერი საქართველოს ჩემპიონია, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ დაწყებულა:

"როცა ქვეყნის პირველობაზე პირველად ვიასპარეზე, დავმარცხდი. ამან კიდევ უფრო მოტივირებული გამხადა. მეტი უნდა მევარჯიშა და მომენდომებინა, თუკი მაღალი მიზნების მიღწევა მსურდა. თანაც, ძალიან დიდი მოტივაცია და სპორტული ჟინი მამოძრავებდა - ეროვნულ ნაკრებში უნდა მოვხვედრილიყავი. ზოგჯერ მტკივნეული მარცხი წარმატების გზაზე იქნებ აუცილებელიც კი იყოს!.."

ასკილაშვილი ძალიან გახარებულია, რადგან გუნდურ ასპარეზობაში საქართველომ მედალი 8-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა:

"ეს ახალი ისტორიაა და ბედნიერებაა, მისი მონაწილე რომ ვარ. კარგად იგრძნობოდა, თითოუელ ჩვენგანს გამარჯვების რამხელა სურვილი გვამოძრავებდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ხომ ისტორიული შედეგები ვაჩვენეთ და ამან განწყობა აგვიმაღლა. ვიცოდით, ოლიმპიადისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება რომ შეგვეძლო. სამოტივაციო სიტყვები ფედერაციის ხელმძღვანელებმა, გიორგი ათაბეგაშვილმა და  დავით ქევხიშვილმაც გვითხრეს."

Sportall.Ge

19 წლის ძიუდოისტი ახლა იმაზე ფიქრობს, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს და მისთვის მთავარი მხოლოდ მონაწილეობა კი არა, მაღალი მიზნებისკენ სწრაფვაა. ეთოს ოცნებაა, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუპოვოს. ეს ხომ საქართველოში ქალთა ძიუდოს პოპულარიზებას ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს. ის პირად მწვრთნელს, მარიამ მახარაშვილს მადლობას უხდის და საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე გვიყვება:

"გია თენაძე და კახა მოცრაძე - ქალთა ნაკრების მწვრთველები თავიანთ საქმეს იდეალურად უძღვებიან. მათ ნდობისთვის მადლობას ვეუბნები, ისევე როგორც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთველს, ლაშა გუჯეჯიანს. მათი დამოკიდებულებები და თანადგომა უფრო თავდაჯერებულსა და მიზანსწრაფულს მხდის.

Sportall.Ge

წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება და ამავდროულად, დამატებითი მოტივაციაა, როცა ოლიმპიურ ჩემპიონებთან, მსოფლიო ჩემპიონებთან და სხვადასხვა ტიტულების მქონე სპორტსმენებთან ერთად გუნდურ ასპარეზობაში გამოდიხარ.
ისინი თავმდაბალი, მეგობრული ადამიანები არიან. ყოველთვის გრძნობ, რამხელა მხარდაჭერას გამოხატავენ. მომავალში ერთად ისევ დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ."

19 წლის ძოუდოისტი კმაყოფილია, რომ ისეთ საზოგადოებრივ წრეში უწევს ცხოვრება, სადაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აფასებენ. იცის, რომ დიდი შედეგებისთვის ბევრი რამის დათმობა მოუწევს. ეთერი სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "ქართველი დარია ბილოდიდიც" კი შეარქვა. უკრაინელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანს ხომ "ძიუდოს დედოფალს" უწოდებენ. სხვათა შორის, ეთერ ლიპარტელიანს ის თბილისის გრანდ სლემზე დამარცხებული ჰყავს. ასკილაშვილის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, უკრაინელის მსგავსი წარმატებული კარიერა ჰქონდეს!..

altწერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ

altისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები ამ გოგონას.
აი აბურჯგა შენთვის ფაქტები.
1. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე მეტი ქართველი რომ დაიღუპა, ხომ იცი ეს ამბავი?
2. სსრკ-ს მოკავშირე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რეპრესირებული და დახვრეტილი რომ საქართველოდან რომ იყო ესეც თუ იცი?
3. მეორე მსოფლიო ომში გადაწმყვეტ ფაზაში მთელი ევროპა და აშშ რო ებრძოდა ჰიტლერს და ომი მარტო სტალინს არ მოუგია ეს ჩაგუგლე და ბევრ დოკუმენტურ მასალას ნახავ.
4. ქართველი ვარო სადმე თუ უთქვამს რომელიმე შეხვედრაზე ან ოფიციალურ განცხადებაში სტალინს იქნებ გააზიარო? აქვე გააზიარე თუ შენ იცი თორე მე ვერსად ვიპოვე ასეთი?
5. უამრავი ეკლესია მონასტერი რომ დაინგრა და კულტურული ძეგლი კიდე ესეც ხომ ფაქტია, მანამდეც წირვა ლოცვა მხოლოდ რუსულად რომ უნდა ტოფილიყო ესეც ხომ ფაქტია?
6. ქართულად საუბარი ოფიციალურ შეხვედრებზე და ,,ვაი ინტელიგენტ" წრეებში რო ,,ტეხავდა" ეს უფროს თაობას კითხე და დაგიდასტურებენ ესეც ფაქტია.
7. ყველაზე მეტი კომფლიქტური რეგიონ მთელი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში რო დატოვა ,,ნელი მოქმედების ნაღმებივით" ესეც ხო ფაქტია.
და ასევე უბრალოდ რუკები აიღე და ნახავ რომ საბჭოთა კავშირამდე და საბჭოთა კავშირის მერე საქართველომ რამხელა ტერიტორიები დაკარგა.
ხოდა რატო გაუმარჯოს რადგან ცნობილი იყო? და ჰიტლერს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია? კი ეგ ფაქტია და ყოჩაღ მაგისთვის მარტო მაგისთვის და მანდაც მარტო არ იყო გარემოცვიდან აგულიანებდნენ ბერია და სხვები კიდე გარემოცვიდან მაგის ფაქთებიც არის.
ეს ფანატიზმი არაა კარგი, ძაან ცუდია, დამღუპველია.
საღად შეხედეთ.
კაი რაღაცეებისთვის ყოჩაღ ,,დიდ ბელადს" მაგრამ სადღეგრძელებელი მას მით უმეტეს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია.

ქართველი
13:41 18-05-2023
16
ეს რა კარგი გოგო გვყოლია.შვილო გენაცვალე,გაიხარე ჩვენი გახარებისთვის.გისურვებ ჯამრთელობას,სულ მაღალი ტიტულებისთვის გებრძოლოს.
chabuka
11:36 18-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული