ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონღოლეთში, ულან-ბატორის გრანდ-სლემზე საქართველოს სახელით ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა. მათგან კი ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა, 34 წლის ძიუდოისტი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, ლიპარტელიანმა გერმანელი კილიან კაპელმეიერი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა და იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ პირველ რაუნდში ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მეორე რაუნდში კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს სძლია, სამწუხაროდ, ონისე მეოთხედფინალში არმან ადამიანთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი პიოტრ
კუჩერასთან წააგო და მე-7 ადგილს დასჯერდა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა პირველ რაუნდში გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, მეორე რაუნდში იაპონელ ოტო ჰიოგას სძლია, სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა. რეპეშაჟში ასპარეზობა კი ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Varlam magari xar!!!
Gocha
26 ივნისი 2023 08:13
0
წადი ბიძიკო, წადი, აღარ არის შენი წასვლის დრო?! ეგ შენი მაქსიმუმია ამ მეორეხარისხოვან ტურნირებზე,როცა მეტი შეგეძლო მაშინაც კი ვერ მიაღწიე მეტს და წადი აწი. :)
მე
25 ივნისი 2023 21:05
6
სწორია, ვარლამ ღირსეული შემცვლელი შეარჩიე და გადაულოცე შენი ადგილი.
კაცურად წავიდეს ჯობია.
წვალობ და ჩვენც გვაწვალებ უკვე!
თენგო
25 ივნისი 2023 21:00
5
მადლობა კაპიტანო, მაგრამ სჯობს ახალგაზრდებს გზას ნუ გადაიღობავ. გქონდა შენ შანსი და თან არაერთგზის, ზოგი გამოიყენე და ბევრი ვერა. მიეცი ის შანსი სხვასაც რაც შენ ათასგზის გქონდა და მაინც მაქსიმუმ ვერცხლს დასჯერდი. შენ წონაში დღესდღეობითშენზე პერსპექტიული გვყავს. ასე რომ ნუ გარუსდები...
დათო
25 ივნისი 2023 15:43
12
როგორც ვიცი თავისი ხარჯით წავიდა და არავისთვის წაურთმევია ადგილი. ის რომა რა ამ ჩემპიონატზე მედალიც არ გვექნებოდა
Nick
25 ივნისი 2023 16:41
1
რომელ პერსპექტივულ ახალგაზრდებზე საუბრობთ ამ წონაში ევროპის ახალგაზრდულ თასებზეც კი ბრინჯაოს რომ ვერ იღებენ?? გაეცანით სტატისტიკას ამ წონაში სულამანიძის და ლიპარტელიანის გარდა რომელ ჯუდოკას აქვს აღებული მედალი საერთაშორისო ტურნირებზე 4 წლის მანძილზე! საიდან მოგდით ასეთი აზრები რომ რომელიმე ახლაგაზრდა ჯუდოკას თურმე გზას უღობავს
ჰა?
25 ივნისი 2023 16:05
2
Ვერცხლი დაბედებული აქვს.
რომა
25 ივნისი 2023 15:17
1
ვარლამი ჯიუტად ცდილობს ყველას ერთი და იმავე ილეთით,მკლავში ხელი ჩავლებით მოუგოს.არადა ყოველთვის არ გამოდის. ხუთჯერ მაინც მინახავს,რომ კონტრილეთზე წაუგია.ყველამ შეისწავლა უკვე.დღესაც ფინალში მონღოლმა ამ კონტრილეთზე დაიჭირა.
ჯუჯი
25 ივნისი 2023 14:38
0
მადლობა კაპიტანო. ფინალში ტრავმაც რომ არა მჯერა მოიგებდა
Nick
25 ივნისი 2023 14:31
0
ბრავო ვარლამს. ძალიან რთული ბადე გაიარა, ყოჩაღ, წარმატებები ფინალშიც
Nick
25 ივნისი 2023 14:02
1

სიახლეები პოპულარული