ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თუშიშვილმა მანსურ რაჰმონს, ტამერლან ბაშაევსა და იერასილ კაჟაიბაიევს სძლია, ფინალში კი ინალ ტასოევთან დამარცხდა.
ორივე ძიუდოისტს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, 32 წამით ადრე ტასოევს ვაზარი ჩაუთვალეს, რასაც თუშიშვილის პროტესტი მოჰყვა და მსაჯმა ბრძოლოდან მოხსნა.
ამავე წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბაშაევთან იპონით დამარცხდა.
დღეს ოქროს მედალს ილია სულამანიძე (-100 კგ) დაეუფლა.
რო გაანალიზოს კარგი იქნებოდა