"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

AutoSharing Option
ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

თავად მაისურაძემ "ლიდერსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ადვოკატიც აიყვანა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდა.

"ერთი წლის
წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად", - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, ლუკა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ძიუდოში ერთადერთი ოქრო სწორედ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

altლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა

altლუკა მაისურაძე პირველივე წრეში დამარცხდა

altქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს ამბავი ვიცოდი დაახლოებით 1 წლის წინ, ნაცნობი ძიუდოში მოტრიალე ხალხისგან, ვინც ლუკას იცნობს ყველამ იცის როგორი პროფესიონალიცაა და 100% დადებითად ახასიათებს, რატომ გამორიცხავთ რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არაა გაკეთებული? არ მგონია სპორტსმენები მედიცინაში და ფარმაციაში ერკვეოდნენ კარგად,ის რომ იცოდნენ რისი მიღების უფლება აქვთ და რისი არა, აქ გარკვეულწილად ალბათ იმ ხალხის პასუხისმგებლობაცაა ვინც ძიუდოისტებს კვების რაციონსა და დანამატების მიღებას უდგენს.
საქართველო
04:03 15-03-2024
3
წესით,ამ წონაში,ორ კაცს უნდა ეასპარეზა და ორივე ოქროს მედლის რეალური კანდიდატი იქნებოდა.რა თქმა უნდა ჩვენი ასეთი დომინაცია,არავის აწყობდა და მანქანაც ამუშავდა.ევროპაში, ჩვენზე თვალი არავის უფრიალებს და ეს,არც ჩვენთვისაა სიახლე.არც წელს ქვემოთ აკრძალული დარტყმებია, იშვიათობა.არ მჯერა,რომ ამ ბიჭმა დოპინგი მიიღო.არც ის მჯერა,რომ შემთხვევით მიიღო.თუ მიიღო,ესე იგი ვიღაცამ მოუწყო,ან კიდევ იქ გაუჩალიჩა ვიღაცამ.დარწმუნებული ვარ,აქაც არიან მაგის მკადრებლები და იქაც მოიძებნებიან.იმ ფაქტმა კი,რომ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს,იმისაკენ მიბიძგა,რომ ამას,ანტისადოპინგო კომიტეტშიც კარგად ხვდებიან.ლუკას მხოლოდ სულის სიმტკიცე შემიძლია ვურჩიო.რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ასეთი დარტყმის მიღება,მაგრამ ეს,დასასრული არ არის და ლუკას კიდევ ბევრჯერ შეუძლია დიდი გამარჯვება მოიპოვოს.არც მომდევნო ოლიმპიადისთვის იქნება იმ ასაკში,რომ ოლიმპიადის მოგების იმედი აღარ ჰქონდეს.მანამდე კი, მსოფლიოს 4 ჩემპიონატი ელის,რომლის მოგებაც არანაკლებ ძნელი და პრესტიჟულია.მაინც იმედი კიდევ მაქვს,რომ ყველაფერი გაირკვევა და ლუკა ოლიმპიადაზეც იჭიდავებს.ღმერთმა ქნას იმედი გამართლდეს.
სოსო
18:49 14-03-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული