მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი თურქ მუჰამედ დემირელის აჯობა.

-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. სამწუხაროდ, ეთერი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
წარმატებები ვაჟას!!!
tngh
19:37 25-04-2024
0
გენაცვალე ჯიგარში !!!
Lobotka
20:55 25-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული