მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი თურქ მუჰამედ დემირელის აჯობა.

-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. სამწუხაროდ, ეთერი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
პირველ არხზეა 7 საათიდან
ზურა
25 აპრილი 2024 17:36
0
1 არხი აჩვენებს
მიშა
25 აპრილი 2024 17:33
0
რეპორტაჟი სად ვნახოთ?
დაწერეთ, რა, ვინმემ თუ იცით!
მანფრედ კალცი
25 აპრილი 2024 17:23
1
სილქ უნივერსალზე იქნება
ჯიჯიო
25 აპრილი 2024 17:46
6
Ippon.org
Irakli Apkhaidze
25 აპრილი 2024 17:46
2
ყველა გამოხმაურება
Კვარა მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია.დადეთ რა რამე სტატია კვარაზე,მინდა წავიკითხო.დაწერეთ რო ბელინგემზე უკეთესია,ბამპეს იყიდის და გაყიდის და ა.შ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
26 აპრილი 2024 08:07
21
ფინალურ ბლოკამდე შესარჩევს სად შეიძლება რო ვუყუროთ?
!
25 აპრილი 2024 18:00
1
Ijf.com
გ.შ.
25 აპრილი 2024 18:17
0
გათხოვებაც უშლის სპორტს, როგორც ცოლის მოყვანა. რაც დამტკიცდა ლიპარტელიანის შემთხვევაში.
დავით
28 აპრილი 2024 23:26
2

სიახლეები პოპულარული