გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს
ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფინალს იგებს მწვრთნელი 70% და ფალავანი 30 %
ლადო
24 მაისი 2024 00:32
2
მალე იღლება გურამი. ამაზე უნდა იმუშაოს. მშვენიერი იყო ბაშაევთან, კორეელთან არ იცოდა როგორ უნდა ეჭიდავა.
მეტი შრომა და ვარჯიში
23 მაისი 2024 23:59
1
რომ შეადარო გურამის ბაშაევთან და ფინალში ჭიდაობა, ტაქტიკური თვალსაზრისით სრული დისონანსია, ცა და დედამიწა…ჩემთვის გაუგებარია ეს კორეელი ფაქტიურად შეუსწავლელი რატომ ყავდათ?! არასწორი ტაქტიკის გამო (ტასოევთან დქმარცხებას არ ვთვლი) მერამდენე ფინალი უნდა დათმოს??? გაუგებარია მწვრთნელს თუ მწვრთნელებს რატომ უჭირთ ფინალის დაგეგმვა თუ გურამს აქვს ფინალის სინდრომი?!:(
პაატა
23 მაისი 2024 23:07
1
ბოლო დროს ფიზიკურად მოიკოჭლებს გურამი. 100+ ბევრად უფრო ძლიერი ჯუდოკელები არიან.
სამველ
23 მაისი 2024 22:24
2
რაღა ლიპარტელიანი და რაღა ესა - ვერცხლის კაცები.
odala
23 მაისი 2024 21:36
5
მადლობა ლინკისთვის
გიგი
23 მაისი 2024 19:05
1
იუსუფოვი რა თ...ია თავიც კი არ დაუკრა ბოლოს. უღირსი სპორცმენია
anri
23 მაისი 2024 18:11
2
იუტუბზე შემთხვევით ვნახე, ფინალური შეხვედრების საიტია:
https://www.youtube.com/watch?v=VXCZn95o6Yw
გია
23 მაისი 2024 18:04
1
ამ ბაშაევს კი უგებს, მარა ტასოევს ვერ უხერხებს ვერაფერს.
ეეე
23 მაისი 2024 17:56
1
ეს "აბა რა აბა რაა" ახალი სტილია თუ რა ჯანდაბა ?დაამატეთ ბარემ --სიმონ ტო ჩემი კაი და ასეთები @@
zura222
23 მაისი 2024 17:26
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული