ისევ უმედლოდ ვართ - ლიპარტელიანმა ბრინჯაო ვერ მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანთან, მასპინძელ სარა ლეონ სისიკესთან დამარცხდა.

იქამდე ლიპარტელიანმა დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს და უზბეკ შუხურჯონ ამინოვას სძლია, მეოთხედფინალი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო, რეპეშაჟის ნახევარფინალი კი მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს მოუგო.

ლიპარტელიანი, ისევე, როგორც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამჯერადაც მეხუთე ადგილზე გავიდა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა,
ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) წარდგებიან.

მკითხველის კომენტარები / 22 /
მაგარი გოგოა და ოქროს ღირსიც იყო.
მანფრედ კალცი
18:27 29-07-2024
8
ეთუნას ვულოცავ იმედია მალე ჩვენ პირველ მედალს ავიღებთ ამის დიდი იმედი მაქვს... ერთი ეს კომენდატორი სად მონახეს? ხან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდაო ხან ჰაშიმოტო წავიდა ძიუდოდანო.. რას ეწევი ჯიგარო ამისთანას? რა გახდა წესიერი მცოდნე კომენდატორის მოძებნა???
რონი
18:53 29-07-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული