ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!!!

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩაერთო.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატისევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ყოჩაღ, ტატო! პირველმა ბრძოლამ შემაშინა, მეგონა ესეც გავარდება-მეთქი. თუმცა, თანდათან მოუმატა და ახლა არათუ მედალი, ოქროც რეალურია! აბა შენ იცი, ასახელე ქვეყანა - დროა, ჩვენც გავიხაროთ
kargia jerjerobit
16:52 30-07-2024
0
იდეალურად სწორი ტაქტიკით წარმართა ყველა შეხვედრა! მედალი უკვე გვაქვს!
xuta
16:31 30-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული