პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატისევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.
მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
იმედი ვიქონიოთ,რომ მწვრთელთან ერთად რაღაც გეგმა აქვს შემუშავებული და მოჩვენებითი პასიურობაა.შემდეგ შეხვედრაში გამოჩნდება ყველაფერი.