არის პირველი ოქრო - ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ლაშამ იაპონელს მეოთხედ სძლია, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს კი დამატებით დროში მოუგო.

საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიპოვა - ვერცხლისპრიზიორი გუშინ ძიუდოისტი
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.

altბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა

altიპონით წუთზე ოდნავ მეტში - ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია!

მკითხველის კომენტარები / 93 /
ოთხი წლის შემდეგ 27-28 წლის იქნება-ოქროს ასაკში.დღეს მაგის მომრევი არავინაა. არც ოთხი წლის შემდეგ იქნება. ისევ იაპონელები თუ არ გაზრდიან ვინმეს.
ბიძინა კუკულაძე
17:18 01-08-2024
0
ესეც მეორეჯერ. მევიცდი კიდე ოთხ წელსაც
ირაკლი ქუთაისელი
15:50 01-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული