"მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს" - ლაშა ბექაური

AutoSharing Option
ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.

„მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, - მიმართა ბექაურმა გულშემატკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს
ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლაშა! უნიჭიერესი ძიუდოისტი, ხომ ხარ და ხარ! მაგრამ უფრო მაგარი ქართველიც ხარ, რადგანაც შენს გენს არ ივიწყებ! როგორ შიძლება ის ადამიანი დამარცხდეს, ვისაც უყვარს სამშობლო, ოჯახი, ტრადიცია და ადათი? შენნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა! ( ვიცი აქურ ლიბერასტებს არ მოეწონებათ ჩემი კომენტარი, მაგრამ სულ ცალ ფეხზე...)
ასეა!
10:41 01-08-2024
5
უფალი გფარავდეს მუდამ!!!
დრანდელი
13:15 01-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული