"ახლა რაც ჩემს თავ­სა და გულ­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის გად­მო­ცე­მა" - ილია სულამანიძის პირველი კომენტარი ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შემდეგ

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორმა ილია სულამანიძემ ფინალში მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მის პირ­ველ კო­მენ­ტარს პა­რი­ზი­დან ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ჩანს, ვერ­ცხლის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია ჩვე­ნე­ბუ­რი.

"შე­დეგს რაც შე­ე­ხე­ბა, სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი იყო ჩემ­თვის, სამ­წუ­ხა­რო წა­მე­ბი იყო, რაც იყო... ახლა რაც ჩემს თავ­სა და გულ­ში ხდე­ბა, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის გად­მო­ცე­მა... მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ბავ­შვო­ბი­დან გვერ­დში მედ­გა, ჩემს მშობ­ლებს, მწვრთნე­ლებს, ვი­საც ჩემ­ზე გული შეს­ტკი­ო­და და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. გარ­და ამი­სა, არ დავ­ყრი რა ფარ-ხმალს, სულ ვიბ­რძო­ლებ თქვე­ნი გუ­ლე­ბის გა­სა­ხა­რად“, - ამ­ბობს ილია
ვი­დე­ო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ევს დაუ­პირისპირ­და და სამ­წუ­ხა­როდ, და­მარ­ცხდა. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვაზ­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
საყვარელო ილია! ძალიან შეგვაყვარე თავი! არაფერი გაქვს სანერვიულო, რადგანაც მთელი სპორტული ცხოვრება წინ გაქვს და ოლიმპიური მედალიც არ დააყოვნებს!
ქართველი.
19:10 02-08-2024
3
ილია!!! წინ წარმატებებისაკენ!!! კიდევ ბევრჯერ მოგიწევს გამარჯვევა!!!
tngh
18:49 02-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული