ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ფრანგმა ტედი რინერმა (+100 კგ) ოქროს მედალი მოიგო. ის სარეკორდო მეოთხედ გახდა (ერთხელ გუნდურში) ოლიმპიური ჩემპიონი და კარიერა მორიგი გამარჯვებით დაასრულა.

რინერმა ფინალამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვი, ქართველი გურამ თუშიშვილი და ტაჯიკი ტიმურ რახიმოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ კიმ მინ ჩჟონს იპონით სძლია.

დარბაზში შეკრებილი მაყურებელი მათი კერპის გამარჯვებას აღფრთოვანებული შეხვდა.

ბრინჯაოს პრიზიორები რახიმოვი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი გახდნენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მეოთხედ ღმერთმა ნუ გახადოს, ვერც გახდება 4 წლის შემდეგ შანსი არ ექნება მაგ ბებერს
ვალკა
17:15 03-08-2024
2
ტედი რინერი ხელწამოსაკრავი პიროვნება ნამდვილად არ არის, ქართველ ძიუდოისტებთან ძალიან კარგი და განსაკუთრებული ურთიერთობა იგივე თუშიც ძალიან უყვარს, საქართველოში ჩამოსვლა და ვარჯიში ყოველთვის უხარია ნაქეიფარიც არის მემგონი. ეგრე ხაზს ვერ გადაუსვამთ, აუცილებლად შერიგდებიან ძმები ჩხუბობენ ხანდახან
dziudo
00:24 03-08-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული