
მანამდე გეტყვით, რომ ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დავასრულეთ, რაც წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ერთი ვერცხლით ნაკლებია.
წინა გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული - საფრანგეთი

ტოკიოს ოლიმპიადის გუნდურ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრებმა იაპონიას ფინალში (4:1) აჯობა, გერმანიამ და ისრაელმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მაშინ საქართველოს ნაკრები გუნდურში
3 აგვისტოს ჩვენი ეროვნული გუნდი პირველ წრეში ისვენებს და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გუნდური შეჯიბრება ჩვენი დროით 10:00 საათზე დაიწყება. მერვედფინალიდან იასპარეზებენ უზბეკეთისა და კანადის ნაკრებები. თუკი ლაშა გუჯეჯიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სწორედ ამ წყვილში საუკეთესოს შეეჯიბრება.
ოქროს მედალი მხოლოდ ბექაურმა მოიპოვა...

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, იქ საფრანგეთის ნაკრებს გადავეყაროთ. რაც შეეხება ფინალში გასვლისთვის მებრძოლ მეორე წყვილს, ლოგიკურად, იაპონიას გერმანია ან ბრაზილია უნდა დაუპირისპირდეს.
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]