ლეგენდარულმა ჯოშირო მარუიამამ 31 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჯოშირო მარუიამამ 31 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, ამის შესახებ მან გულშემატკივრებს საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდიდან აცნობა.

"დღეს გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ ძიუდოს ვემშვიდობები. ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გიხდით. ძიუდოში ვარჯიში 3 წლის ასაკიდან დავიწყე და მიზნად ოლიმპიადის მოგება დავისახე, ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ ამასთან გამკლავება მოვახერხე იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ", - დაწერა მარუიამამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯოშირო მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის გამარჯვებული და 2-გზის ვერცხლის მედლის მფლობელია, იაპონელმა ძიუდოს მსოფლიო ტურის მოგება 6-ჯერ მოახერხა, 2-ჯერ კი ვერცხლის
მედალს დასჯერდა, მარუიამას იაპონიის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი სპორტსმენი იყო. მისი და აბეს მეტოქეობა მსოფლიო ძიუდოს ისტორიას დაამშვენებს. ლეგენდის დამარცხებით მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობა სულ სხვაა.
იმედია, ცხოვრებაშიც ისეთივე პატიოსანი და ვაჟკაცური იქნება, როგორიც ტატამიზე იყო. წარმატებები მას და ქართველებს კი მისგან მაგალითის აღებას ვურჩევდი.
tikitoki
18:22 17-02-2025
2
უდიდესი სპორცმენი.და კიდევ ერთი დასტური იმისა რომ და დიდი კონკურეციაა იაპონიის ნაკრებში
ბექა
16:33 17-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული