18:31 22-03-2025
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
AutoSharing Option
- 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში არმენ აღაიანი დაამარცხა, ლაშამ მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა ნახევარფინალში კი ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში, იპონით სძლია. ლაშამ თბილისის გრანდ სლემი ჯამში მეხუთედ მოიგო. ამავე წონაში მიხეილ ბახბახიშვილი რეპეშაჟში იტალიელ ლეონარდო ვალერიანთან დამარცხდა და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მიხეილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გოტიე დრაპუ დაამარცხა, იგი ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან დამარცხდა, ზაურმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ფრანგ არნაუდ არგებას აჯობა. დვალაშვილი ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლალაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გამოდით ეხლა აბა ის ხალხი აქ რო წერდით ხალხს თავს აძულებსო უნდა დაასრულოს კარიერა ახალგაზრდებს უშლის ხელსო 3 კაცმა იჭიდივა ამ წონაში და თითქმის ყველა ტურნირზე აძლევენ შანსს მაგრამ რომელი აკეთებს შედეგს
39
0
აქ,ამ საიტზეც.ბევრი და ხშირად წერენ,ვეტერანებზე,წადი და ადგილი სხვებს დაუთმეთო!დიდ სპორტში,არავინ არაფერს თმობს.თუ შეგიძლია,მიდი,პატიოსნად დაამარცხე კონკურენტი და მოიპოვე შენი ადგილი!ეს არის სპორტის პრინციპი.თუ ვინმემ წითელი ხალიჩები დაგიფინა,მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ!მწვერვალზე მხოლოდ ყველა წინაღობის გადალახვით ახვალ.
22
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება

სიახლეები
პოპულარული


