სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
10 იანვარს საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საქართველოს ჩემპიონატში უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

97 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილისა და კუკური კირცხალიას შეხვედრის შემდეგ
ნადარეიშვილს მწვრთნელთან კამათი მოუვიდა და სკამს ფეხიც მიარტყა, ხოლო შემდეგ თავად მწვრთნელიც ემოციებს აჰყვა, თუმცა ინციდენტი ჩხუბამდე არ მისულა.


შეგახსენებთ, რომ ნადარეიშვილი-კირცხალიას შეხვედრა 2:2 დასრულდა, მაგრამ ნადარეიშვილი 2:1-ზე მეორედ დაჯარიმდა და 2:2-ზე უკვე ბოლო ქულის პრინციპით გამარჯვება კირცხალიას დარჩა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული