მიეცემა თუ არა ზვიად პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?

AutoSharing Option
მიეცემა თუ არა მძიმეწონოსან ზვიად პატარიძეს შანსი, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 27-28 აპრილს რუსეთში, დაღესტანის ავტონომიის ქალაქ კასპიისკში ჩატარდება?

ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ასაკობრივ ასპარეზზე უკლებლივ ყველაფრის მომგებმა ქუთაისელმა ტალანტმა საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, რის მიზეზადაც ტრავმა დასახელდა.

საქმეში გასარკვევად ამ კითხვით საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბექა როყვას მივმართეთ, რომელმაც შემდეგი გვიპასუხა:

- პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის აღარ მიეცემა, რადგან გამოტოვა საქართველოს ჩემპიონატი. ვისაც ევროპაზე მოხვედრა უნდა, ჩვენი მოთხოვნით, ყველას უნდა ეჭიდავა ეს ტურნირი.
როგორც მისი პირადი მწვრთნელისგან ვიცი, ტრავმა ჰქონდა და ამიტომ გამოტოვა ჩემპიონატი. მას საქართველოს ჩემპოიონატი 23-წლამდელთა შორის უწევს და ჯერ მანდ აქვს დასამტკიცებელი, ვინ იჭიდავებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებს, რადგან წონაში კონკურენტად ბექა კანდელაკი ჰყავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც შენ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაგნიშნა იმას თავში ტვინი აქვს? ზვიადაზე არ ვამბობ მაგ ამბავში მართალია, მაგრამ საერთო ამბავში ყველა მოჭიდავე კარგი მწვრთნელი ვერ იქნება. არც როყვას დაუმტკიცებია რომელიმე ასაკობრივში თავისი უნარი და ნიჭი.
grego
14:17 13-01-2018
0
პატარიძე ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული მოჭიდავეა!!!! ხალხის დაცინვას თავი გაანებეთ და შედეგებზე იფიქრეთ!!!!! ჭიდაობის ფედერაცია ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებებს ღებულობს!!!!
koko
17:49 14-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული