თურქეთში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირის ფინალში 6 ქართველი იჭიდავებს

AutoSharing Option
თურქეთში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირის "Victory Cup" მესამე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი ცოფურაშვილი მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ).

დღეს, ტურნირის ბოლო დღეს კი 60 კგ კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება, ერთმანეთს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დიეგო ჩხიკვაძე და გიორგი პერტაია დაეჭიდებიან, მათ გარდა ფინალში კიდევ 4 ქართველი იჭიდავებს.

ოქროს მედლისათვის გიორგი შპეტიშვილი (71 კგ), მათე გოქაძე (110 კგ), თავისუფალი სტილით მოჭიდავები ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) და სოლომონ
მანაშვილი (110 კგ) იბრძოლებენ.

ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს გიორგი გეგელაშვილი (51 კგ)

დამამშვიდებელ წრეში გადაერთვნენ და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებენ ლუკა ოჩიგავა (60 კგ), კუკური ბარბაქაძე (110 კგ), გიორგი ჭოლაძე (51 კგ) და ლუკა მარიამიძე (71 კგ).

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული