პირველ დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 55, 63, 77, 87 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს ღირსებას ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაიცავენ.
შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.