ევროპის ჩემპიონატი: რობერტ კობლიაშვილი ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისათვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადაერთო და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს.

კობლიაშვილმა ნახევარფინალში ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლებისათვის ნუგზარ წურუწუმია (55 კგ) რუს
ვასილი ტოპოევს, ხოლო იაკობ ქაჯაია (130 კგ) ესტონელ ვიტინინს და ბულგარელ მეტოდიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) დამაშვიდებელ წრეში მოლდაველ ბესლეაგას დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი 1 მაისს 19:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რობერტ გენაცვალე ძმაო. მთელი გული და სული ჩადე დღეს ფინალში შენს ჭიდაობას დილიდან ველოდებით! უფალი გფარავდეს!
koko
17:20 01-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული