რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისათვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადაერთო და მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს.
კობლიაშვილმა ნახევარფინალში ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს დაეჭიდება.
ბრინჯაოს მედლებისათვის ნუგზარ წურუწუმია (55 კგ) რუს
ფინალური ბლოკი 1 მაისს 19:00 საათიდან დაიწყება.