ორი ქართველი მოჭიდავე დორტმუნდის გრან-პრის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე გრან-პრიზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ორი ქართველი - ნუგზარია წურწუმია (55კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ) ფინალში არიან გასულნი.

წურწუმია გერმანელ ფაბიან შმიტს შეხვდება მანამდე კი თურქ აიაზცი დოგუს 4-0, უნგრელ ანდრეას იოსეფს 4-3 ნახევარფინალში კი გერმანელი ფაბიან შმიტს 5-2 მოუგო.

ქაჯაიამ ფინელი ტომას ლაჰტი 3-0 და უნგრელ ბალინტ ლამი 3-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ზვიად პატარიძის დამმარცხებელ ესტონელების მსოფლიოს ჩემპიონ ჰეიკი ნაბის 3-1 სძლია. ფინალში ქაჯაიას მეტოქე ლიტველ მანტას კნისტაუტასი იქნება.

ლევან ქავჟარაძე (67 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ) და
გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. დავით ჩხარტიშვილი (63 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.

დამამშვიდებელი წრის შეხვედრები დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება რასაც ფინალური შეხვედრები მოჰყვება.

მომზადებულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული