როგორ დაამარცხა წურწუმიამ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ნომბერს, ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია.

იქამდე მან სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი და ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა.

ნუგზარის მშობლიურ ხობში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე მის ჭიდაობას თანაქალაქელები უყურებდნენ და გულშემატკივრობდნენ.

წურწუმიამ კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ის უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული