ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის Facebook-გვერდი ავრცელებს.
"ძმებ კენჭაძეებს დეპუტატის - გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემათ.
ამის შესახებ განცხადება მან ჭრებალოს სპორტულ დარბაზში გააკეთა. საჩუქარი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან ბიჭებს ამ დრომდე თბილისში საკუთარი სახლი არ ჰქონდათ.
გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით კი, ახლად აშენებულ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს მათი სახელი
ძმები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ტოლიდან არიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭრებალოს საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.
U23. კენჭაძე და მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
"ბიჭები 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ, საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ" - ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონი ძმების დედასთან
მომზადებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის Facebook-გვერდის მიხედვით