მოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღმის პოლიციის სამმართველოსთან მოჭიდავეები იკრიბებიან.

როგორც ცნობილია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები არიან ჩამოსულები დუშეთის შეკრებიდან, ასევე მათ უერთდებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და დიღომში პოლიციის სამმართველოსთან იკრიბებიან რათა გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტონ.

როგორც იცით ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით
მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში
სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეჰ უპატრონო ქვეყანა .ბედაურები გადაშენდნენ და ვირებს დარჩა დოღიო...30წელი დავკარგეთ მინიმუმ
1
კუნთებზე ცქერას და ერთმანეთის გადაჭმას, თქვე დალოცვილებო ერთი წიგნი მაინც გადაშალეთ, იქნებ რამე შევიდეს მაგ თავებში.
Emre
01:29 23-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული