გენო პეტრიაშვილი: გვინდა ჩვენი პრეზიდენტი დავიბრუნოთ

AutoSharing Option
ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს.

"სირცხვილია ეს ყველაფერი, ჩვენი ოჯახის ხელმძღვანელია ამ მდგომარეობაში. გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენს გვერდზე, დავსხდეთ ორივე მხარე და დავილაპარაკოთ. აქ არიან ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილმა აქცია გამართა.
ისინი დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ხვალ, 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 57 /
მოკლედ დღეიდან თუ რამე შემემთხვა ვინმესთან დავჯდებით ორივე მხარე უფროს ხალხთან ძმაკაცებთან ახლობლებთან შინაურებთან ერთად და გადავწყვიტავთ რა და როგორ.რა პოლიცია რა მილიცია რა კანონი რა სამართალი... ამათ ვაბშე თავში ყველაფერი კარგად აქვთ????????????
wtf
24 იანვარი 2019 18:33
0
ხო ეს გენოც ვიცით საზოგადოებამ ვინც არის. გადაებით შენ და შენი პრეზიდენტი...
ლევანი
23 იანვარი 2019 20:14
5
კაცურადაც როგორ ამართლებ გენო დანით ან ბლაგვ საგანს რომ გირტყავს ადამიანი საერთოდ ტვინი გაქვთ თქვენ?!
.
23 იანვარი 2019 18:35
0
ესენი იმას არ ფიქრობენ, რომ ხვალ- ზეგ რომელიმე მათგანსაც მოხვდება პრეზიდენტისგან. რამეს რომ იტყვით, ცოტა დაფიქრდით ხოლმე
)))))
23 იანვარი 2019 18:49
1
ერთია სპორტული მიღწევა და დამსახურება და მეორე -რეალობა და კანონის უზენაესობა! გეგეშიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ხალხის წინაში როგორც სამართალდამცავმა და ფედერაციის პრეზიდენტმა! ასევე-დატოვოს თანამდებობა როგორც ძალოვან სტრუქურაში ,ასევე ფედერაციაში! კუნთები ათამაშოს აგრო სფეროში,მანდ გვჭირდება ჯანმაგარი მუშა-ხელი!
ანი
23 იანვარი 2019 15:14
0
პეტრიაშვილი კარგი მოჭიდავეა მაგრამ ძალადობას მხარს უჭერს..ეს კი ძალიან ცუდია
ჯაკო
23 იანვარი 2019 14:24
0
დიდი მინუსი ლაშას და გენოს. ნეიტრალური გულშემატკივარის პოზიცია რომელიც არც ნაცია და არც ქოცი არის ის რომ აშკარად გეგეშიძეები ძალადობდნენ ყველაგან და შენ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი რომ ხარ ვალდებულება გაქვს დადგე არ მოძალადე პრეზიდენტის გვერდით არამედ სიმართლის დაჩაგრული ხალხის და ქვეყნის სადარაჯოზე ისე არავის სჭირდება შენი ჩემპიონობა. ძიუდოისტების გვერდით რომ მენახეთ გამიხარდებოდა მაგარმ არ მახსოვხართ. დიდი მინუსი ბიჭებო თქვენ იმიტომ რომ მეჩვენება ბობოლებტან ძმაკაცობა უფრო მოგწონთ ვიდრე დაცაგრული კაცის გერდით დგომა.
ლევანი
23 იანვარი 2019 14:17
0
ეს პეტრიასვილი ის ხომ არის საქარტველოს ცემპიონობა პირდაპირ რომ მისცეს,,მოიტხოვს აბა რა
palavani
23 იანვარი 2019 13:33
5
რეებს წერ შენთვითონ ტუ იცი?)))
palavani-s
23 იანვარი 2019 14:09
2
პრეზიდენტი მტყუანია. კაცურ, კაი ბიჭურ გაგებას სხვა ასპარეზი აქვს. კარგი მოჭიდავეები ხართ, მაგრამ სპორტული გაგება შეზღუდული გაქვთ. დათუნაშვილმა რაც ილაპარაკა, თუ ეგრეა არც კაცობა დაეწუნება და არც გაგება, კლანური მონობა სადაური კაცობაა? ეგ ოჯახი ჩვენია, ჩვენი წესით და ფულით საზრდოობს და თუ ჩემპიონები არ ვართ არ ნიშნავს რომ "რაღაცა" ჩვენზე უკეთ გესმით.
სპილო
23 იანვარი 2019 13:08
0
რაღაც აბსურდია, ასეთ ქმედებას რომ განიხილავთ და გეგეშიძის გამართლებას ცდილობთ. რადგან ჭიდაობაა, ძალადობა შეიძლება?! იგივე საჭადრაკო ტურნირზე რომ მომხდარიყო, როგორ აღიქვამდით. მაგალითად, ჭადრაკის სასახლეში ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე რომ შესულიყო და მოჭადრაკისთვის ჭადრაკის დაფა ჩაერტყა, ან ფეხბურთის მატჩის მსვლელობის, ან დასრულებისას კობიაშვილი მინდორზე შეიჭრას და ფეხბურთელს ერთი-ორი მაგარი წიხლი უთავაზოს. რას იტყოდით, ისე კარგი კაცია, მაგრამ მოჭადრაკემ(ფეხბურთელმა) გააღიზიანაო?! საერთოდ სად ხართ.
თორნიკე
23 იანვარი 2019 12:40
0
წარმოიდგინე, ფარიკაობაში რა შეიძლება ასეთი გაგებით
რეზო
23 იანვარი 2019 15:19
0
შენც გვერდზე უნდა მიგისვან შენს პრეზიდენტს...ეგრე არ გინდა?
არა ქოცს! არა ნაცს!
23 იანვარი 2019 12:17
5

სიახლეები პოპულარული