"ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს"

AutoSharing Option
ძალიან კარგი ფაქტია, ფედერაციის ოჯახის წევრები გვერდში რომ უდგანან ფედერაციის პრეზიდენტს, როცა ის განსაცდელშია, მაგრამ მეც მქონდა განსაცდელი და რატომღაც მე არავინ დამიდგა გვერდში, ჩემი განსაცდელი გულთან არავინ მიიტანა. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დღეს გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად ვაკის ფალავანთა კლუბთან მოჭიდავეების მიერ გამართულ აქციას.

დათუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი და სურვილი გეგა გეგეშიძის დაკავება არ ყოფილა. სპორტსმენი ითხოვს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი მისივე გარემოცვით დატოვოს.

"საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ.

ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგეშიძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

altლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

altმიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას კონფლიქტი

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
Kacia kacuri. Pederaciam dachagra, prezidentma tavshi rkina urtya, "ojaxma" gariya, magram mainc ra konstruqciulad da kargad laparakobs ki vxedavt. Midi zura shen gverdit vart qartuli girebulebebis mqone xalxi. Rogorc aluda qetelauri ise gagriyes mag ojaxidan kiarada temidan. Magram chven shens gverdit vart!
Niko
23 იანვარი 2019 17:35
1
ეს პატარა ბიცი ევროპის ორგზის ჩემპიონია გეგესიზეს ტუ აქვს რაიმე ტიტული გვაინტერესებს ტუ ბევრი ვაზელინი იყიდა ბიზოსგან
შოთა გუგეშაშვილი
23 იანვარი 2019 19:02
1
გეგა გეგეშიძეს მსოფლიოზე, ევროპაზე და ოლიმპიადაზე არაფერი აქვს აღებული.მისი ძმა კი 2013 წლის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

Giusha3232
23 იანვარი 2019 19:44
2
არანაირი მედალი არც ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადაზე
Giusha3232
23 იანვარი 2019 19:46
1
დაუწყებენ ამ პატიოსან კაცს კბენას მოვუწოდებ ლადოს გენოს და ყველა წესიერ კაცს მივიდნენ ზურასთან კაცურად დაელაპარაკონ გეგეშიძეს კი სამწუხაროდ მოუწევს ცოტა დაფიქრდეს თავის საქციელზე ყველას ვინც თანამდებობზეა რომ თავში არ უნდა აგივარდეს პოლიციელიდან დაწყებული მინისტრამდე რომ ჯერ ადამიანი ხარ და მერე ხდები პოლიციელი მინისტრი თუ პრეზიდენტი.
კახა
23 იანვარი 2019 18:35
4
ძველი ქურდული გაგების მოჭიდავეები გვყოლია, როგორ შეიძლება თანაგუნდელი ასე გაწირო მოძალადე პრეზიდენტის გამო, კომუნისტური მენტალიტეტიდან უნდა გამოხვიდეთ როგორმე, დღეს ზურაზე იძალადა, ხვალ თქვენზე იძალადებს რაიმე ფორმით, ქუჩური და ზველბიჭური ოჯახში ნუ გეშლებათ. ერთი ოჯახი ვართო რო გაიძახით....
სსსრ. ვავა
23 იანვარი 2019 20:49
2
ეს კაცი ზუსტადაც ნათელი გამოვლინება აღმოჩნდა იმ საზოგადოებიდან სადაც სიბნელე კიდევ ღრმად არის ჩამჯდარი. აქაც, რომ იცავენ გეგეშიძეს, სინამდვილეში ჩამპალ ქუჩურ, ძველბიჭურ მენტალიტეტს იცავენ...
ლევანი
23 იანვარი 2019 20:07
1
ზურაბ პოზიტიური გამოხმაურება გქონდა და ხალხი მხარს გიჭერს იმის გამო რომ სათქმელი თქვი და სიბინძურე გამოამზეურე. პიზიციას თუ შეიცვლი, კომპრომისზე წახვალ და უფლებას მისცემ საქმე ჩაფარცხონ და მუქარით და დაპირებებით მიგაჩუმონ ან ნათქვამი შეგალამაზებინონ, ამ მხარდაჭერასაც დაკაეგავ და მარტო დარჩენილს გადაგივლიან. მარტო ეგ კაცი არაა, უნდა მიყვე და სისტემა გაწმინდო, კიდევ ბევრი დაგიჭერს მხარს.
პ.ს ეს ოჯახი კიდე ზონდერების შემოგდებული ტერმინია რომ გაგაჩუმონ დაგანამუსონ და იოლად გმართონ
daviti
23 იანვარი 2019 18:22
2
ასეთ შემთხვევაში არც ეგეთი ოჯახი გინდოდეს და არც ქუჩის ბიჭა ფედერაციის პრეზიდენტი. სულ არ არის სავალდებულო ვინმე ითხოვდეს მის დაკავებას.დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. დღეს თუ დათუნაშვილს დაარტყა, დარწმუნებული ვარ ხვალ სხვასაც დაარტყამს (მათ შორის იმ მხარდამჭერსაც). უბედურება ის არის, მისი მხარდამჭერები სხვანაირად რომ ფიქრობენ
????
23 იანვარი 2019 18:43
2
ხუთოსანი კაცი! შეგნებაც აქვს, ადამიანობაც და სპორტსმენადაც მაგარია. ლაპარაკიც იცის ბევრი სპორტსმენისგან განსხვავებით. ეს გეგეშიძეები კიდევ ვისაც არ ახსოვს, ამ გეგას ძმა, სუფთა ჩამპალი ძველი ბიჭივით საუბრობს და იქცევა. კურტანიძეს როგორ მოექცნენ თუ ვინმეს ახსოვს, იქ გამოაჩინეს თუ ვინ იყვნენ. არ ვიცი შეიძლება კურტანიძე ტყუოდა მაშინ, მაგრამ როგორც ესენი იქცეოდნენ ქუჩაში თუ ტვ-ში, იყო სრულიად ამაზრზენი და ამისთანების ადგილი არც ფედერაციაშია და არც დანარჩენ საზოგადოებაში.
odala
23 იანვარი 2019 18:42
1
ნამდვილი ცივილიზებული მიდგომაა ზურას მხრიდან,აი ის ფინიები კი გეგეს ატკატსჰიკ3ბი არ იქცევიან კარგად.მე ვარ გულსჰემატკივარი და ზურას გვერდიტვარ.არა ზალადობას
bajo
23 იანვარი 2019 18:17
1
კაცური კაცია.
ლაშა
23 იანვარი 2019 18:15
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული