გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მისთვის ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წუხელ დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

interpressnews.ge

altმოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

alt"ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე

ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს"

altლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოჯახში შიგნით რას იზამენ მათი საქმეა, მაგრამ საჯაროდ რაც ხდება (პირდაპირ ეთერში) ამას უკვე კანონი არეგულირებს და რაც ეხლა ხდება ისაა რომ კანონზე მაღლა დადგომა სურთ--სხვებს თუ გასდით რით არიან ნაკლები!
გიორგი
13:03 24-01-2019
0
მოვითხოვთ ქართველი ქომაგების სახელით რომ პარლამენტის სპორტის კომიტეტი შეიკრიბოს და ვითარების მოწესრიგებამდე შეუჩერდეს დაფინანსება ძიუდოს და ჭიდაობას!
patrioti
10:17 24-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული