"რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურა დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარ ინციდენტზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრობს.

"მეც ხომ მოჭიდავეების ოჯახის წევრი ვიყავი, თუ რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" - ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: სიმართლე ყველაფრის ფასად მიღირს. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო

თქვენ ხშირად არ ხართ ხოლმე მოჭიდავეების ოჯახში, მე
ვერ გხედავთ... - დათუნაშვილი კურტანიძეს

ზურა დათუნაშვილი: შიდა პროცესში მაბრკოლებენ და ხელს მიშლიან, ჩემი შრომით მოპოვებული წარმატება რომ დავამტკიცო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის მუხლით არის დაკავებული და ოფიციალურად ბრალი უკვე წაუყენეს.

ამ ფაქტს აპროტესტებს მოჭიდავეთა ნაწილი და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.

altგეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

altმოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
სრულიად ლოგიკური კითხვები აქვს. ოჯახზე ლაპარაკობენ კიდევ ეს უნამუსოები??? ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ უგულშემატკივროს კაცმა! ხინჩეგაშვილმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა თუ ძალადობის და სპორტის გარჩევა არ იცის, ესე იგი კარგს და ცუდსაც ვერ არჩევს. ჯობია საერთოდ ჩუმად იყოს. და კურტანიძე ის კაცი არ არის, ამ მოჭიდავეთა ოჯახმა კვერცხები რომ დაუშინა ????? ეხლა გამოვიდა სიტყვაში? ოჯახი ეტყობა მართლა არ იცით რას ნიშნავს და მაგ სიტყვას საერთოდ ნუ ამბობთ
:)))))
15:00 24-01-2019
3
ალალი ბიჭი ჩანს და ფაქტებითაც თუ შევხედავთ სიტუაციას 100 პროცენტით მართალია , ოჯახი არ ქვია ამას ესე გაწირო ახალგაზრდა ბიჭი და გარიყო, მითუმეტეს როცა მართალია , ოჯახი არის სამართლიანობა და არა ძალადობა , იმედი მაქვს ჭიდაობის ფედერაცია გაიწმინდება არაკეთილსინდისიერი ხალხისგან , ეს არაა მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის საქმე ეს ქვეყნის სახელია და ყველას ეკუთვნის ეგ ნაკრები იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ და არა მარტო თავიანთ თავებს ! ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ! გაუმარჯოს მართალ ხალხს !
levan1
14:50 24-01-2019
2

სიახლეები პოპულარული