"რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურა დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარ ინციდენტზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრობს.

"მეც ხომ მოჭიდავეების ოჯახის წევრი ვიყავი, თუ რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" - ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: სიმართლე ყველაფრის ფასად მიღირს. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო

თქვენ ხშირად არ ხართ ხოლმე მოჭიდავეების ოჯახში, მე
ვერ გხედავთ... - დათუნაშვილი კურტანიძეს

ზურა დათუნაშვილი: შიდა პროცესში მაბრკოლებენ და ხელს მიშლიან, ჩემი შრომით მოპოვებული წარმატება რომ დავამტკიცო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის მუხლით არის დაკავებული და ოფიციალურად ბრალი უკვე წაუყენეს.

ამ ფაქტს აპროტესტებს მოჭიდავეთა ნაწილი და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს.

altგეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

altმოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამათი გამკვირვებია თუ ვინმეს პოზიცია მათ პოზიციას არ ემთხვევა ყველას აძაგებენ. ჭიდაობის ოჯახიო დასცინიან. გადით მაშინ და თქვენ იჭიდავეთ! ვნახოთ ერთი რა ბიჭები ხართ. მოჭიდავეები თქვენ არ მოგწონთ, ტალახაძე თქვენ არ მოგწონთ! თქვენ გიყვართ გვარამია, გაბუნია, მელაძე და მელია. ყველაფერი პოლიტიკურში გადაგყავთ. კლავიატურის ლომებო. ნაცების ტროლებო. კოდორი და 20% საქართველოსი სადაა? ეს მითხარით თქვენ! ეს ბიჭები საქართველოს დროშებს წევენ ძალიან ხშირად და მათ ქვემოთ ესეთი დროშებია; რუსეთი, აშშ, თურქეთი, ირანი, ჩინეთი... თავბრუ ხომ არ დაგეხვათ! მოჭიდავეებს გაუმარჯოს!!! ჰიმნი სრულდება ადექით ფეხზე!!!
მელაძე და მელია, კუდაგრძელია!!!
24 იანვარი 2019 15:55
23
კოდორი და 20% რუსეთმა წაგვართვა. შენნაირი მოღალატეების აზრით რუსეთი არაფერ შუაშია და ჩვენ ვარ
თ დამნაშავეები ამ კონფლიქტებში. არ მიკვირს შენნაირი ადამიანისგან დათუნაშვილის გამტყუნება და ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სპორტსმენისთვის ჯაჭვის ჩარტყმის გამართლება. პ.ს ოსი სეპარატისტის მაისური რო ჩაიცვით რუსული დროშის ფონზე აი ეგ მაისურები არსად დაგეკარგოთ)))
Niko
24 იანვარი 2019 17:51
1
ვინ დადის ჯაჭვებით სპორტის სასახლეში ?
სახეში ჩაარტყა და სახე დაუზიანა,რომელ ოჯახზეა ლაპარაკი.
ესენი რა ცალკე კლანია ?
ტოტო
24 იანვარი 2019 15:42
2
კაცი სახელოვანია ორგზის ევროპის ჩემპიონია და გეგეშიძეს რა ტიტული აქვს? ეს ფედერაცია კი არა ოცნების ზონდერ ბანდაა.
სიმართლე
24 იანვარი 2019 15:36
6
ეს წესიერი ჭკვიანი ბიჭი ჩანს. წამყვანი რო ეკითხება რატომ ეურჩები და მოჭიდავების ოჯახში არ არჩევო საქმეს, როგორც ფედერაცია, ვეტერანები და მოჭიდავვები გთხოვენო, პირდაპირ ეთერში გადაიცა ჩხუბი და საკუთარი ოჯახის 'შიგნით' როგორ გაარჩევდნენ? ჩვენ რა ბრმები ვართ და ვერ დავინახავდით რაც მოხდა თუ რა? საერთოდ რაზეა აქ ლაპარაკი?
გიორგი
24 იანვარი 2019 15:29
2
ზურა შენ ყოფილხარ კაცი. გვერდით გიდგაცართ უბრალო გულშემატკივრები. აქ მარტო ჩარტყმა არაა მთავარი. ბევრი სიბინძრე ამოტივტივდება. გენაცვალე
musi
24 იანვარი 2019 15:09
1
სრულიად ლოგიკური კითხვები აქვს. ოჯახზე ლაპარაკობენ კიდევ ეს უნამუსოები??? ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ უგულშემატკივროს კაცმა! ხინჩეგაშვილმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა თუ ძალადობის და სპორტის გარჩევა არ იცის, ესე იგი კარგს და ცუდსაც ვერ არჩევს. ჯობია საერთოდ ჩუმად იყოს. და კურტანიძე ის კაცი არ არის, ამ მოჭიდავეთა ოჯახმა კვერცხები რომ დაუშინა ????? ეხლა გამოვიდა სიტყვაში? ოჯახი ეტყობა მართლა არ იცით რას ნიშნავს და მაგ სიტყვას საერთოდ ნუ ამბობთ
:)))))
24 იანვარი 2019 15:00
3
ჭიდაობის ფედერაცია მსოფლიო არენაზე დიდი შედეგებისათვის საუკეთესო ფედერაციად დაასახელეს საქართველოში. ეს შედეგი ფედერაციაში სამართლიანობის გარეშე ვერ იქნებოდა. კარგით რაა! ვის რაში აწყობს ვინმეს დაჩაგვრა, პირიქით ფედერაციის მთავარი მიზანია ბევრი მედალი. მედალი კი უძლიერესს მოაქვს. ასე მარტივადაა საქმე მეგობრებო!
21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგი.
24 იანვარი 2019 14:55
69
ალალი ბიჭი ჩანს და ფაქტებითაც თუ შევხედავთ სიტუაციას 100 პროცენტით მართალია , ოჯახი არ ქვია ამას ესე გაწირო ახალგაზრდა ბიჭი და გარიყო, მითუმეტეს როცა მართალია , ოჯახი არის სამართლიანობა და არა ძალადობა , იმედი მაქვს ჭიდაობის ფედერაცია გაიწმინდება არაკეთილსინდისიერი ხალხისგან , ეს არაა მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის საქმე ეს ქვეყნის სახელია და ყველას ეკუთვნის ეგ ნაკრები იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ და არა მარტო თავიანთ თავებს ! ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ! გაუმარჯოს მართალ ხალხს !
levan1
24 იანვარი 2019 14:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული