ზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია მოაწყო.

სპორტსმენის თქმით, ფედერაციიდან მამაო გამოუგზავნეს, რომელმაც გაჩუმება სთხოვა და სანაცვლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობას დაჰპირდა.

"მისი დაჭერა არავის სურდა. უბრალოდ, შეეძლო, რომ თანამდებობაც დაეტოვებინა და ვიცი, რომ თანამდებობასაც დატოვებს. განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელია. ამის მიზეზებია: არასწორი მმართველობა, ძალადობრივი, არასპორტული ურთიერთობებით დაბლოკვა ადამიანების. მისი განცხადება, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, აჩვენებს, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას თვითონ იბრალებს. მე არ მომითხოვია
არავის მხარდაჭერა, ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, ეუბნებიან - მოდით, დაგვიდექით გვერდშიო. ასე კრებენ ამ ხალხს.

ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა: ზურაბ, პრივილეგირებული იქნებიო. გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთო. ალბათ, იმის ეშინიათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. მითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო, ყველა ტურნირზე შენ წახვალო. მე კი ვუთხარი: ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები, რატომ უნდა იყოს ისე, როგორც მე მინდა? უნდა იყოს სამართლიანად.

დრო მოვა და გამოჩნდებიან ჩემი თანამოაზრეებიც, ამ ეტაპზე ამას მე ვითხოვ. მე ვერ შევურიგდები ისეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. ფორმალურად რომ შევურიგდე, ხომ ვიცი, რომ ასეთი განზრახვები ამოძრავებს.

ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ამ ფედერაციის სათავეში ვინც არიან, ის ხალხი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მტერი ჰგონიათ და მიდის ამ "მტრის" ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა.

ორ ადამიანს შორის იყო კონკურენცია, ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ადამიანები ვერ იძახიან ალბათ. ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც არ იყო მათი მოსწავლე, მათ კი სურდათ, იმ ადამიანისთვის მიეცათ შანსი, ვინც მათი მოსწავლე იყო და არ ეკუთვნოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი წავიდოდა. ორივე ჩემი მეგობარია. მე ჩემი აზრი ვუთხარი და ჩემი სიმართლე არ მოვიდა მწვრთნელთან თანხვედრაში.

ჩემთვის უნდა მოეცათ შანსი, რომ დამემტკიცებინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წასვლა და ვიბლოკებოდი. ეს ზაფხულში დაიწყო. ახლა ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს პირად მწვრთნელთან ერთად.

არ ვაპირებ საქმეების გარჩევას, სამართლებრივად ვაპირებ ყველაფრის გარკვევას. მე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ძალით ცდილობენ, რომ ყველაფერი პოლიტიკისკენ წაიყვანონ.

ძალადობა ჩემი მისამართით, გეგეშიძის გარდა, სხვა გაურკვეველმა ხალხმაც განახორციელა. ჩვეულებრივად დავიკითხე და მოვყევი ყველაფერი, რაც რეალობა იყო", - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

altგოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული

altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

altგეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

altგეგა გეგეშიძე: ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკვე ტვინი შეჭამეს ამათაც და ძიუდომაც. ცოტა ხანი უნდა დასვა ბიუჯეტის დიეტაზე და რომ შემოაკლდებათ კარმუშკა მერე მოვლენ ჭკუაზე. ამ ფედერაციის პრეზიდენტებს თავი მაო ძე დუნები ხომ არ გონიათ? სპორტის სამინისტროს ერთი ხელის მოსმით შეუძლია დაალაგოს ეს თემა და შექმნას ისეთი სისტემა რომ დედის ახევა არ დაჭირდეს გამარჯვებულის და დამსახურებული სპორტსმენის გამოვლენას.
ირაკლი
26 იანვარი 2019 13:02
0
“გრუზინიზმი” უნდა მოისპოს. ნამდვილი ქართველი ვაჟკაცების ავტორიტარული რეჟიმი უნდა დამყარდეს.
მათრახი_
26 იანვარი 2019 06:21
3
გრუზინიზმი:D, პუტინის ბრალია ასე ეო მოხდა, ან მიშასი
Gu
26 იანვარი 2019 12:50
0
ზურა დათუნაშვილის ნაირი ადამიანები რომ არსებობენ, იმიტომ გვქვია ერი!
ერთი რიგითი ქართველი, ბესო შიოშვილი
26 იანვარი 2019 04:26
4
ხალხის პოზიცია ხო გასაგებია ? ა რა ?

lsd
26 იანვარი 2019 01:43
0
ზურა შენ ხარ სპორცმენი,თავმოყვარე სამართლიანი.გეგეშიძე კი ჩვეულებრივი მოძალადე ზონდერია.მორჩა გათავდა
maiam
25 იანვარი 2019 20:52
3
ძალიან ბევრი ნაც/ნობი "პოჩერკია"...
tngh
25 იანვარი 2019 19:08
26
სტატია და კომენტარების წაკითხვის შემდეგ ესეთი შთბეჭდილება შემექმნა რომ იმის მერე რაც ქურდები აღარ აგვარებენ საქმეებს მამაობმა ჩაანაცვლეს; სახელმწიფოს სამართალი და კანონი ისევ გამოტოვებულია. სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა.
გიორგი
25 იანვარი 2019 15:43
8
უბედურება ისაა, მეზღაპრეების უფრო გჯერათ, ვიდრე ეკლესიის
-
26 იანვარი 2019 13:04
0
სიმართლე თავისას ყოველთვის გაიტანს, არ შედრკე მეგობარო.
gio
25 იანვარი 2019 15:00
2
ძალიან კარგად აზროვნებს, აბა რა ყველგან რომ ჩაწყობებია, იმიტომ ვართ დღეს მშვენივრად, ყველა ნაძირალა ხელმძღვანელი უნდა გამოაშკარავდეს
eka
25 იანვარი 2019 14:36
1
თუ სიმართლეს ამბობს ეს ნიშნავს რომ საქართველოში კიდევ დარჩენილან წესიერი ხალხი და გვქონია შანსი გადარჩენის, მცირედი, რადგან მისნაირები სამწუხაროდ ცოტანი დარჩა ქვეყანაში და რაიცი იქნებ როდესმე სახელმწიფოს სათავეშიც მოექცეს ეს ხალხი და გვეშველოს
zmo
25 იანვარი 2019 14:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული