სპორტსმენის თქმით, ფედერაციიდან მამაო გამოუგზავნეს, რომელმაც გაჩუმება სთხოვა და სანაცვლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობას დაჰპირდა.
"მისი დაჭერა არავის სურდა. უბრალოდ, შეეძლო, რომ თანამდებობაც დაეტოვებინა და ვიცი, რომ თანამდებობასაც დატოვებს. განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელია. ამის მიზეზებია: არასწორი მმართველობა, ძალადობრივი, არასპორტული ურთიერთობებით დაბლოკვა ადამიანების. მისი განცხადება, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, აჩვენებს, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას თვითონ იბრალებს. მე არ მომითხოვია
ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა: ზურაბ, პრივილეგირებული იქნებიო. გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთო. ალბათ, იმის ეშინიათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. მითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო, ყველა ტურნირზე შენ წახვალო. მე კი ვუთხარი: ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები, რატომ უნდა იყოს ისე, როგორც მე მინდა? უნდა იყოს სამართლიანად.
დრო მოვა და გამოჩნდებიან ჩემი თანამოაზრეებიც, ამ ეტაპზე ამას მე ვითხოვ. მე ვერ შევურიგდები ისეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. ფორმალურად რომ შევურიგდე, ხომ ვიცი, რომ ასეთი განზრახვები ამოძრავებს.
ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ამ ფედერაციის სათავეში ვინც არიან, ის ხალხი, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მტერი ჰგონიათ და მიდის ამ "მტრის" ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა.
ორ ადამიანს შორის იყო კონკურენცია, ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ადამიანები ვერ იძახიან ალბათ. ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ვინც არ იყო მათი მოსწავლე, მათ კი სურდათ, იმ ადამიანისთვის მიეცათ შანსი, ვინც მათი მოსწავლე იყო და არ ეკუთვნოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი წავიდოდა. ორივე ჩემი მეგობარია. მე ჩემი აზრი ვუთხარი და ჩემი სიმართლე არ მოვიდა მწვრთნელთან თანხვედრაში.
ჩემთვის უნდა მოეცათ შანსი, რომ დამემტკიცებინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წასვლა და ვიბლოკებოდი. ეს ზაფხულში დაიწყო. ახლა ვაგრძელებ ვარჯიშს ჩემს პირად მწვრთნელთან ერთად.
არ ვაპირებ საქმეების გარჩევას, სამართლებრივად ვაპირებ ყველაფრის გარკვევას. მე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ძალით ცდილობენ, რომ ყველაფერი პოლიტიკისკენ წაიყვანონ.
ძალადობა ჩემი მისამართით, გეგეშიძის გარდა, სხვა გაურკვეველმა ხალხმაც განახორციელა. ჩვეულებრივად დავიკითხე და მოვყევი ყველაფერი, რაც რეალობა იყო", - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.
გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული
გოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს
გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
გეგა გეგეშიძე: ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას [VIDEO]