გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანთან და მწვრთნელ ზურაბ შელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

შელიას თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია და მას ამის ამსახველი დოკუმენტაცია გააჩნია.

"მოვედი მომზადებული, მაქვს დოკუმენტაცია. აქ ბევრი კომპლექსური პრობლემაა. მე გავამახვილებ ყურადღებას ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით და მოგახსენებთ: გუშინ მოვისმინე რეპორტაჟი, სადაც პრობლემებზე იყო საუბარი: დარბაზის გაუმართაობაზე, საშხაპეზე.

მე მაქვს 27 დღის მონაცემი პრემიების დარიცხვის შესახებ. ეს არის ბანკის ოფიციალური ამონაწერი, სადაც 100 000 ლარი გაცემულია პრემიის სახით.

გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, 26 974 ლარი დაერიცხა "ფალავანთა" კლუბის დირექტორს. რის გამო და რა დამსახურებისთვის დაერიცხა, არ ვიცით.

26 974 ლარი დაერიცხა ადმინისტრაციის უფროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ორი თვის მოსულია, როცა ბიჭები საშხაპეში დგანან და ელოდებიან რიგს, როდის გათავისუფლდება.

მე მაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაა გამოცემული და პრემიების დარიცხვის წესი შედეგების მიხედვითაა გაწერილი.

აქ არის ძალიან დიდ თანხებზე საუბარი: თუ სპორტსმენმა 100 ათასი ლარის შედეგი "გააკეთა"(ოლიმპიადაზე ან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მედალი აიღო), მწვრთნელს მთელი თანხის 50 პროცენტი, ანუ ამ შემთხვევაში 50 000 ლარი ერიცხება.

ვლადიმერ გეგეშიძე არის გეგა გეგეშიძის ძმა, რომელმაც ერთი წლის წინ სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ მას გაუჩნდა რამდენიმე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მოწაფე.

ხალხს, რომელიც ოცნებობდა და ნატრობდა, რომ ეს კაცი წავა და მოგვშორდება, ამ კაცის პოზიციაზე დაბრუნებით, იმედი მოუკვდათ", - განაცხადა გოჩა შელიამ.

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც ხდება დღეს ეს არის საქართველოს მთავრობის სირცხვილი. ბავშვებს და მწვრთნელებს 0 თეთრი აქვთ თბილისის რეგიონში ხოლო თვითონ 100000 ათასობით პრემიებს იწერენ და ფულს თქვლეფენ. ნუთუ არავინ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას რომ მწვრთნელები უხელფასოდ მუშაობენ ხოლო ბავშვები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. სპორტის სამინისტრო ვთხოვთ დააფინანსეთ არა ფედერაცია არამედ კლუბები რომ არ მოხდეს ფულის არამიზნობრივად ხარჯვა.
Gio
03 თებერვალი 2019 19:26
0
აპაპაპააააა აქოთდა, აქოთდა
beso
25 იანვარი 2019 16:08
0
იმედია გამოვა გეგეშიძის მხარე და გააკეთებს განმარტებას ჩვენი! თანხების ხარჯვაძე.
Irakli
25 იანვარი 2019 15:40
0
ნამდვილად არა მგონია,რომ მთელი ეს პრემია,ორი თვის მოსულმა გოგომ აიღო და ჯიბეში ჩაიდო.ამ ფულს სხვა მისამართი ექნება.
სოსო
25 იანვარი 2019 15:10
0
რათქმაუნდა, უკანონო შემოსავლის დაფარვის მიზნით, მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება ათქმევინებ ამ გოგოს თუ ვის გადასცააა თანხა )) მარა ვინ ათქმევინებს არც არავინ სამწუხაროდ
anti-stepleri
25 იანვარი 2019 18:06
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული