სპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

AutoSharing Option
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზურაბ დათუნაშვილის გუშინდელი Facebook-მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთ სწორ გზას კომუნიკაცია წარმოადგენს.

"საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სპორტსმენს მშვიდ გარემოში, როგორც ვარჯიშის, ისე ტურნირებისთვის მომზადების საშუალება ჰქონდეს. თავისთავად, ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია, დიალოგის ფორმა, იმიტომ, რომ ასეთი პრობლემები, იგივე სპორტსა და სხვა სფეროებში წამოჭრილა. ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაციის
გზა. მთავარია, რომ დიალოგის საფუძველზე გადაიჭრას ყველა პრობლემა", - აღნიშნა მინისტრმა.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ის ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს. ამიტომ სპორტსმენმა საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, კარიერა დაასრულოს თუ ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

წყარო: ipn.ge

altზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

alt"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"


altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო


altგოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნიატო მინისტრი.ერტი მაფიაა.
bajo
19:48 04-02-2019
0
ვითომ თქვა რაღაცა, 'ჩაეთვალა'. ლაპარაკია დარღვევებზე და უსამართლო მოპყრობაზე ეს კი ფაქტიურად ამბობს ეგ არაფერია მათავარი კომუნიკაციააო--რაზე უნდა იყოს კომუნიკაცია? ეხლა, ეს მინისტრია, დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელია? რა ჰქვია ამის 'პოლიტიკას'?
გიორგი
15:11 05-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული