მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

AutoSharing Option
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს.

ყაველაშვილმა განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა და უპასუხა "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებას, რომელმაც ევროპის ჩემპიონს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ
საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფის მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ, პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული", - მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილის თქმით, ის არჩევანის წინაშე დგას და თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება, მას სხვა ქვეყანაში მოუწევს საასპარეზოდ წასვლა.

altსპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

alt"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი ფედერაცია კი არა, ხელისუფლებაა დასადები ნიჩაბზე. რაც მოხდა, მას შემდეგ ყველა რომ ევედრებოდეს გეგეშიძეს დარჩენას, ის მაინც უნდა წასულიყო, მაგრამ არაკაცს არაკაცები უჭერენ მხარს. მიბაძეთ ლევან თედიაშვილს, არაკაცებო! პირველ რიგში, ხაბელოვის გამკვირვებია.
zurab
07 მარტი 2019 14:47
0
მაგ სიმართლიღ გატაროს ღმერთმა.გეგეშიძე და მისი ძმა ოცნების ზონდერები თურმე აურჩევიათ.ამას ერთი გრამი ნამუსი არა აქვს.
უტიფრები
07 თებერვალი 2019 14:49
0
გეგეშიძე ნანობს საქციელს,ხოლო ფედერაცია განიხილავს მისი თანამდებობაზე დარჩენის და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია.დამნაშავე და მსხვერპლი ერთ სიბრტყეში განიხილება და ახლა ხალხის რეაქციას ელოდებიან.რა მონანიებაზეა ლაპარაკი,სიცრუეა ეგ ყველაფერი.უნამუსოები ყოფილან მართლა,ფედერაციაში.
ამას წინათ,ჩემი მეზობელი,რომელიც ავსტრალიაში წავიდა საცხოვრებლად,მიყვებოდა,რომ დიდი ქალაქის მერი,მხოლოდ იმიტომ გადადგა,რომ მის ახალგაზრდა შვილს,საჭესთან ყოფნის დროს,სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა.ძალიან დაბალი დოზით,ნორმაში რომ ჯდებოდა,ისეთით,მაგრამ მაინც და თან ყმაწვილი უარყოფდა სასმელის დალევას.მერი გამოვიდა და განაცხადა თავის გადადგომაზე,რამეთუ ახალგაზრდებს ვეღარ მოუწოდებდა ალკოჰოლზე უარის თქმას.მე ამის მორალური უფლება აღარ მაქვსო.ის გადადგა,ხოლო ბიჭის ორგანიზმში ალკოჰოლი,აღმოჩნდა,რომ საკვებიდან ჰქონდა მიღებული,რაღაც ტკბილეულს ჰქონდა მოსხმული თუ რაღაც ამის მსგავსი.ის გადადგა,ეს კი საქვეყნოდ დანაშაულის ჩამდენი,ფაქტობრივად იქით ემუქრება დათუნაშვილს დისკვალიფიკაციით.აი ეს არის ქართული"ზნეობრივი დემოკრატია"
სოსო
07 თებერვალი 2019 13:12
0

სიახლეები პოპულარული