ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძის სინანული ფორმალობაა, ჩემი გაჩუმება და სკამის შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება.

"ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომო
და, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა.

"გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით: თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!" - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.

altგეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი


წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
გეგშიძე უნდა მოიხსნას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან და დაისაჯოს როგორც დაისჯებოდა სხვა ნებისმიერი რიგითი კანონდამრღვევი მოქალაქე. არ უნდა ამას ყაველაშვილის მხრიდან გაპრავება და შერიგებისკენ მოწოდება.არსებობს შსს და აუცილებლად უნდა გამოიძიო ბოლომდე ძალადობის ფაქტიც და ფედერაციაში არსებული ფინანსური დარღვევებიც. ესაა კანონის უზენაესობა და ეს ტესტი ეხლა ჩასაბარებელია მთელი ქვეყნის მიერ. თუ არადა და ამ ერთ ფაქტს უკან მოჰყვება უკანონობის ვაკხანალია.
ირაკლი
08 თებერვალი 2019 14:14
6
კანონმორჩილები უნდა გავხდეთ,დაშავე ადექი კაცი თუ ხარ და წადი.
zaza
08 თებერვალი 2019 14:35
0
ყველაფერს სწორად ამბობს ეს ბიჭი ამიტომ უნდა წავიდეს აქედან და თავს მიხედოს. სიმართლეს ვერ გაიტანს და არ გაახარებენ. პატიოსანი ბიჭი ჩანს და შრომას არ ერიდება, რატომ უნდა დაიკარგოს?
გიორგი
08 თებერვალი 2019 14:08
2
გეგეშიძე თავს იკატუნებს,იმდენად არ უნდა შემოსავლიანი სკამის დაკარგვა.აი, ელიტური კორუფცია სადაა...
სტატუს ქუო
08 თებერვალი 2019 16:07
2
ერთი ეს ამიხსენით ხალხნო ვინმემ: გეგამ თქვა ვნანობ ჩემს საქციელს, მაგრამ არავითარი ჯაჭვი და ბლაგვი საგანი არ ჩამირტყამსო და აბა რას ნანობს? სკამზე რომ ზის?
ნათია
08 თებერვალი 2019 18:12
4
კაი რა , არაერთი მხარდამჭერი კომენტარი დავტექსტე შენს მხარდასაჭერად, მაგრამ მაგრა შევცდი, თბილისი ძალიან პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის, ასე რომ არც შენა ხარ მამა აბრამის ბატკანი, არ ყოფილხარ მთლად ესეთი საწყალი და ჩაგრული, როცა შენ შეგეხო უსამართლობა მაშინ ამოიღე ხმა და როცა სხვის მაგივრად , დაუმსახურებლად მიდიოდი მსოფლიოზე , მაშინ არ იყო უსამართლობა ?!?!? გაგა ხაჩიძის ნაცლად რატო წახვედი?! საერთოდ დაანება თავი ჭიდაობას, არადა თავის მთელი ცხოვრება ამ სპორტს მიძღვნა, და შენ რა ქენი სხვის ნაცვლად წახვედი დაუმსახირებლად და გამოხვედი სამარცხვინოდ , პირველივე წააგე თუ არ ვცდები.. ასე რომ გაჩუმდი, ერთნაირები ხართ შენც და ეგ შენი პრეზიდენტიც, ორივემ უნდა აგოთ პასუხი!!!! არასამართლიანი ხალხი ხართ! ( ძალიან გთხოვთ არ დამიბლოკოთ) .
Vasili
08 თებერვალი 2019 15:32
11
შერიგება არ აწყობთ, მხოლოდ "ნაციონალ-ბოლშევიკებს"... ხელები "ექავებათ", ისევ უნდათ XX საუკუნის 30-ანი წლების დაბრუნება, რომ ის გაიმეორონ, რაც ხდებოდა "ნაცისტურ" გერმანიასა და "ბოლშევიკურ" სსრკ-ში.
tngh
08 თებერვალი 2019 15:00
38
რამდენადაც ვიცი გეგეშიძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, დათუნაშვილსაც აქვს ბოდიში მოსახდელი..ჩემი აზრით უნდა შერიგდნენ და ერთად ასახელონ საქართველო,
ასე რომ ძმებო ძველბიჭურ გარჩევებს თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთ,,საქმესს
REZO
08 თებერვალი 2019 16:52
43
ბოდიშის მოხდა გეგეშიძისგან მარტო მაშინ ჩაითვლება გულწრფელად თუ გადადგება. ყველა სხვა შემთხვევაში ფარისევლობაა და მეტი არაფერი. შერიგებაზე ლაპარაკიც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება.
REZO-ს
08 თებერვალი 2019 17:52
2
სპორტსმენს ბევრი რამე ეპატიება. მისი სიდიდის სკალა მისივე წარმატებებით იზომება. ხელმძღვანელი კი უნდა აირჩეს და მას არაფერი არ ეპატიება. ახლა თუ გეგეშიძე დატოვეს პრეზიდენტად, ეს კატასტროფაა და ნიშნავს "ძირს ქოცები".
zurab
09 თებერვალი 2019 00:31
0
ვაჟკაცი ბიჭი ჩანს, ასეთი თუ უშველის საქმეს, თორემ მონების მეტი რაა,რასაც ჩასძახენ იმას ამოსძახებენ. რა გახდა ეს გეგეშიძე, ბოლო-ბოლო შეპირდნენ რაიმე თბილ ადგილს(რადგან ასეთი ხელშეუხებელია)და დატოვოს თანამდებობა.
mamuka
09 თებერვალი 2019 09:06
0

სიახლეები პოპულარული