ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა,

შეჯიბრის დასკვნით დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რამაზ ზოიძე (72 კგ) ავიდა, რომელმაც რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

დღესვე ფინალში გიორგი მელიამაც (97 კგ) იჭიდავა თუმცა ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55
კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ.) მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე რუსეთი (167) იყო, მესამე კი – თურქეთი (141)

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გენაცვალეთ, გაიხარეთ ბიჭებო!!!
soxumeli veterani
09:14 07-03-2019
0
ლომებო! გენაცვალეთ ქართულ გულში!
giglia
13:01 07-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული